ლერნიკ პაპიანი
ლერნიკ პაპიანი (დ. 26 ოქტომბერი, 1966, ვანაძორი) — ვეტერანი სომეხი მოკრივე. წარადგინა სომხეთი 1996 წელს ატლანტაში, აშშ-ში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 51 კგ წონით კატეგორიაში.[2] პაპიანი მეორე ეტაპზე დამარცხდა მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ მაიკრო რომეროსთან. 1986 წელს პაპაიანმა წარადგინა საბჭოთა კავშირი კეთილი ნების (Goodwill) თამაშებზე.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 ოქტომბერი, 1966 (58 წლის) |
დაბ. ადგილი | ვანაძორი |
სიმაღლე | 162 |
ქვეყანა | სომხეთი[1] და სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირებალერნიკ პაპიანი დაიბადა 1966 წლის 26 ოქტომბერს, ლორეს პროვინციის ქალაქ ვანაძორში.
მან პირველად საერთაშორისო შეჯიბრზე 1984 წელს იასპარეზა, ტამპერეში გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1984 წელს მონაწილეობა მიიღო სსრკ-ის კრივის ჩემპიონატზე კრივში, სადაც მოახერხა მსუბუქ წონით კატეგორიაში ნახევარფინალამდე გასვლა, სადაც თავის თანამემამულე ნშან მუნჩიანთან დამარცხდა.
ერთი წლის შემდეგ ის მსუბუქ წონით კატეგორიაში გადავიდა და ერევანში სსრკ-ს კრივში გამართულ ჩემპიონატზე კვლავ მესამე ადგილი დაიკავა. შეიყვანეს სსრკ კრივის ნაკრებში, მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში გამართულ კრივში ევროპის ჩემპიონატზე. პაპიანი მერვედფინალში უნგრელ მოკრივე იანოშ ვარადთან დამარცხდა.
სსრკ-ს წარმოადგენდა 1986 წელს მოსკოვში გამართულ კეთილი ნების თამაშებზე, მაგრამ ვერ მოახერხა მედლის მოპოვება, მეოთხედფინალში დამარცხდა ვენესუელელ დევიდ გრიმანთან.
1991 წელს გახდა ბრინჯაოს მედალოსანი სსრკ ხალხთა X ზაფხულის სპარტაკიადის დროს. სპორტული მიღწევებისა და წარმატებისთვის მიენიჭა „სსრკ სპორტის ოსტატის საერთაშორისო ხარისხი“.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ ის სომხეთის საერთაშორისო ტურნირებზე სომხეთს წარმოადგენდა. 1993 წელს მან მონაწილეობა მიიღო ბურსაში კრივში ევროპის ჩემპიონატში, ამავე წელს იასპარეზა ტამპერეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. 1995 წელს პაპიანმა მოიგო საერთაშორისო ტურნირი მოსკოვში. 1995 წელს ბერლინში მონაწილეობდა კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე. 1996 წელს მან მონაწილეობა მიიღო ატლანტაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც მოიგო პირველი შეხვედრა იაპონელ კაზუმასა ჯუჯიმოტოსთან, მაგრამ 1/16 ფინალში წააგო კუბელ მიკრო რომეროსთან, რომელიც მოგვიანებით ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ატლანტას ოლიმპიადის შემდეგ პაპიანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასპარეზობდა სომხეთის ნაკრებში და განაგრძობდა მონაწილეობას დიდ საერთაშორისო ტურნირებზე. 1998 წელს ბულგარეთში გამართულ სტრანდჯას საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. [3]
სპორტული კარიერის შემდეგ მუშაობდა კრივის მწვრთნელად მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის ზდოროვიეს ფიზიკური კულტურისა და სპორტის ცენტრში.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Sports-Reference.com
- ↑ Armenia at the 1996 Atlanta Summer Games. Sports-Reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 26 February 2013.
- ↑ amateur-boxing.strefa.pl
- ↑ Спортивная федерация бокса СПБ