ლერი გოშაძე

ქართველი არქიტექტორი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოშაძე.

ლერი პავლეს ძე გოშაძე (დ. 11 დეკემბერი, 1935, თბილისი — გ. 17 სექტემბერი, 2022) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (2005).

ლერი გოშაძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1935(1935-12-17)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 17 სექტემბერი, 2022(2022-09-17) (86 წლის)
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1962 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (სპეციალობით – არქიტექტურა). 1960–1963 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში „საქქალაქმშენსახპროექტი“, 1963–1967 წლებში – საკავშირო საპროექტო ინსტიტუტის „სოიუზკურორტპროექტის“ საქართველოს ფილიალში არქიტექტურული ჯგუფის ხელმძღვანელად; 1967–1998 წლებში – კვლავ „საქქალაქმშენსახპროექტში“ პროექტის მთავარ არქიტექტორად, 1999 წლიდან 2005 წლამდე – შპს „თბილქალაქპროექტის“ ქალაქგეგმარების სამმართველოში ჯგუფის ხელმძღვანელად. 2005 წელს იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის სამმართველოს განყბის გამგე. ძირითადი ნამუშევრები: რუსთავის გენგეგმა (1967, ლ. სუმბაძესთან, მ. მელიქიშვილთან, შ. ბაღაშვილსა და თ. წერეთელთან ერთად); მესტიის გენგეგმა (1973, ბ. გაბუნიასთან ერთად); ზუგდიდის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენგეგმა (1977, თ. ლომთაძესა და ზ. ჟვანიასთან ერთად); ექსპერიმენტული მიკრორაიონი ბათუმში (1977, გ. გეგეშიძესთან, ნ. მაღლაკელიძესთან ერთად); ქუთაისის გენგეგმა (1978, ზ. ქურდიანთან, ნ. მიქაძესთან, ა. ლომთაძესა და თ. ლომთაძესთან ერთად); ქალაქ-კურორტის გაგრის გენგეგმა (1979, ნ. მიქაძესა და ე. ბაგრატიონთან ერთად).

ლიტერატურა

რედაქტირება