ლეჟის ლიგაალბანეთის თავადების სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება. ლიგა მოქმედებდა 1444-1451 წლებში. დაარსდა ქალაქ ლეჟაში სკანდერბეგის ინიციატივით. ლიგის მთავარი დანიშნულება იყო ბრძოლა ოსმალი დამპყრობლების წინააღმდეგ.

ლიგას ჰქონდა ფულადი ფონდი, ჰყავდა საკუთარი არმია, რომელსაც სკანდერბეგი ხელმძღვანელობდა.

1451 წელს ლეჟის ლიგა დაიშალა. ერთ-ერთი მიზეზი იყო თავადების უკმაყოფილება სკანდერბეგის გაძლიერების გამო. ახალი გაერთიანების მცდელობას ხელი შეუშალა 1468 წელს სკანდერბეგის გარდაცვალებამ.

ლიტერატურა

რედაქტირება