ლეონორ პორტუგალიელი
ლეონორ პორტუგალიელი (პორტ. Leonor de Portugal; დ. 3 თებერვალი, 1328 — გ. 29 ოქტომბერი, 1348) — ბურგუნდიული დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე აფონსუ IV-ისა და დედოფალ ბეატრის კასტილიელის უმცროსი ქალიშვილი. არაგონის დედოფალი 1347-48 წლებში როგორც პედრო IV-ის მეორე ცოლი.
ლეონორ პორტუგალიელი | |
---|---|
არაგონის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1347 |
მმართ. დასასრული: | 1348 |
წინამორბედი: | მარია ნავარელი |
მემკვიდრე: | ელეონორა სიცილიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 3 თებერვალი, 1328 |
გარდ. თარიღი: | 29 ოქტომბერი, 1348, (20 წლის) |
მეუღლე: | პედრო IV, არაგონის მეფე |
დინასტია: | ბურგუნდიული |
მამა: | აფონსუ IV, პორტუგალიის მეფე |
დედა: | ბეატრის კასტილიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალეონორი დაიბადა 1328 წლის 3 თებერვალს. იგი იყო პორტუგალიის მეფე აფონსუ IV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ბეატრის კასტილიელის უმცროსი ქალიშვილი. მისი ბავშვობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი და მისი მოხსენიება მხოლოდ 18 წლის ასაკიდან იწყება, როცა დაიწყო ლეონორის საქორწინო მოლაპარაკებები. თავდაპირველად განიხილებოდა მისი და კასტილიის მეფე ალფონსო XI-ის დაქორწინება, მაგრამ მას ცოლად ლეონორის და, მარია შერთეს, რის შემდეგაც ლეონორის საქმროდ არაგონის დაქვრივებული მეფე პედრო IV დასახელდა.
1347 წლის 14 ან 15 ნოემბერს, ბარსელონაში შედგა პედრო IV-ისა და ლეონორ პორტუგალიელის ქორწინება. ამ ამბამდე სულ ერთი წლით ადრე გარდაიცვალა პედროს პირველი ცოლი, დედოფალი მარია ნავარელი. ლეონორი არაგონის ისტორიაში პირველი პორტუგალიელი დედოფალი გახდა, თუმცა მისი დედოფლობა მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა. არაგონში გადასახლებიდან სულ რამდენიმე თვეში დედოფალს შავი ჭირის ეპიდემია შეეყარა და 1348 წლის 29 ოქტომბერს, 20 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა, უშვილოდ. ამის შემდეგ პედრო IV კიდევ ორჯერ დაქორწინდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Almeida Rodrigues, Ana Maria de Seabra (2013). "Un destin interrompu: Aliénor de Portugal, brève reine d'Aragón". Les femmes dans l’espace nord-méditerranéen. Etudes Roussillonnaises. Revue d'Historie et d'archéologie Méditerranéennes (in French). XXV. Canet-en-Rousillon: Éditions Trabucaire. pp. 89–96. ISBN 978-2-84974-168-9.
- Rodrigues Oliveira, Ana (2010). Rainhas medievais de Portugal. Dezassete mulheres, duas dinastias, quatro séculos de História (in Portuguese). Lisbon: A esfera dos livros. ISBN 978-989-626-261-7.