ლეონიდ იარმოლნიკი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლეონიდ იარმოლნიკი (დ. 22 იანვარი, 1954) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, პროდიუსერი, ტელე და რადიო წამყვანი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

ლეონიდ იარმოლნიკი

ლეონიდ იარმოლნიკი
დაბადების თარიღი 22 იანვარი, 1954 (1954-01-22) (70 წლის)
პოგრანიჩნი, პრიმორიეს მხარე, რსფსრ, სსრკ
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: რუსეთი რუსეთი
დროშა: უკრაინა უკრაინა[1]
დროშა: რუსეთი რუსეთი

დაიბადა სოფელ პოგრანიჩნიში, პრიმორიეს მხარეში. ბავშვობა და ყრმობა გაატარა ქალაქ ლვოვში. 1976 წ. დაამთავრა მოსკოვის ბ.შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებელი. 1976-1984 წწ. იყო თეატრის („ტაგანკაზე“) მსახიობი, პარალელურად იღებდნენ ფილმებში. მონაწილეობდა კინოჟურნალებში „ფითილი“, „ერალაში“. ახმოვანებდა მულტიპლიკაციურ ფილმებს. 90-იან წლებში საბჭოთა რადიოში მიჰყავდა „ლეონიდ იარმოლნიკის შოუ“, ტელევიზიაში იყო სხვადასხვა გადაცემების წამყვანი: „ელ-კლუბი“, „პორტი ბოიარდი“(რუსული ვერსია), „ოქროს ციებ-ცხელება“ და სხვ. იყო „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ჟიურის წევრი. 2014 წლიდან არის შოუ „ერთი-ერთში“ ჟიურის წევრი. 1997 წლიდან სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალ-არტის“ თანამფლობელია (ანდრეი მაკარევიჩთან და ლეონიდ იაკუბოვიჩთან ერთად)[2].

ფილმოგრაფია (არასრული სია)

რედაქტირება

მსახიობი

რედაქტირება
  • 1976 „წითელი და შავი“ — ვიკონტ დე ლუისი
  • 1979 „ისევ ის მიუნჰაუზენი“ — ბარონ მიუნჰაუზენის შვილი
  • 1982 „ეძიეთ ქალი“ — მაქსიმენი, პოლიციელი
  • 1982 „რეზიდენტის დაბრუნება“ — ჩარლი ბრაიტონი
  • 1982 „პროფესია გამომძიებელი“ — ნიკოლაი პისარენკო
  • 1984 „სკსს უფლებამოსილია განაცხადოს“ — გრეჩაევი, უშიშროების თანამშრომელი
  • 1984 „კაპიტანი ფრაკასი“ — ლეონარდი
  • 1986 „ოპერაცია „რეზიდენტის“ დასასრული“ — ჩარლი ბრაიტონი
  • 1987 „კაცი კაპუცინების ბულვარიდან“
  • 1990 „პასპორტი“ — დოდი, ავანტიურისტი
  • 1995 „გერბი და საფასური“ — გოშა, ახალი რუსი
  • 2018 „ოდესა“ — გრიგორი
  • 2023 „ვოლანდი“ — ექიმი სტრავინსკი

პროდიუსერი

რედაქტირება
  • 1995 „მოსკოვური არდადეგები“
  • 1998 „გზაჯვარედინი“
  • 1999 „ბარაკი“
  • 2013 „კუ! ქინ-ძა-ძა“
  • 2018 „ოდესა“

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  • 1995 — „ოქროს ვერძი“ ნომინაცია: წლის საუკეთესო პროდიუსერი (ფილმი „მოსკოვური არდადეგები“)
  • 1999 — „ოქროს ვერძი“ მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „ბარაკი“[3]
  • 2000 — რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია კინოხელოვნების დარგში ფილმისათვის „ბარაკი“
  • 2000 — რუსეთის კინოხელოვნების აკადემიის ეროვნული პრემია „ნიკა“ მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ბარაკი“
  • 2015 — რუსეთის კინოხელოვნების აკადემიის ეროვნული პრემია „ნიკა“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ჩემი ნახევარძმა ფრანკენშტეინი“
  • 2021 — პრემია „ნიკა“ 2019 წლის საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ფილმში „ოდესა“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება