ლენინის ძეგლები დონის როსტოვში
ლენინის ძეგლები (რუს. Памятники Ленину) — საბჭოთა პერიოდში დონის როსტოვში ლენინის რამდენიმე ძეგლი იდგა. პირველი ძეგლი გახსნეს 1929 წელს დიდი სადოვაიის ქუჩაზე[1]. 1960 წელს ლენინის ძეგლი დადგეს რკინიგზის რაიონის სავაგონო დეპოს ტერიტორიაზე. 1963 წელს მონუმენტი გახსნეს ლენინის მოედანზე[1]. ლენინის ერთ-ერთი საკმაოდ ტირაჟული ქანდაკება დადგეს გვარდიის მოედანზე ტყავის ქარხნის შესასვლელთან. დონის როსტოვის ძეგლებიდან ორი მათგანი სახელმწიფო დაცვაზეა აყვანილი[2][3].
ლენინის ძეგლი კიროვის პარკთან
რედაქტირებაქალაქში პირველი ლენინის ძეგლი გაიხსნა 1929 წლს დიდი სადოვაიის ქუჩაზე მაქსიმ გორკის სახელობის კულტურისა და დასვენების პაკის შესასვლელთან[1]. ძეგლის ავტორები არიან მოქანდაკე გიორგი ნეროდა და არქიტექტორი პ. ანდრეევი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ძეგლი დაინგრა, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ აღადგინეს[2].
ბრინჯაოს ძეგლი დგას გრანიტის მაღალ კვარცხლბეკზე. მოქანდაკე ნეროდამ ლენინი გამოსახა სიტყვის წარმოთქმის მომენტში. მისი მარჯვენა ხელი გაშვერილია წინ ხელისგულით ზემოთ. მისი ქურთუკის კალთები ისეა თითქოს არხევს ქარი. სკულპტორი შეეცადა გადმოეცა „მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის“ ენერგია[4]. კვარცხლბეკის ძირში დამონტაჟებულია ქვის ტრიბუნა. ძეგლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[5].
ლენინის ძეგლი ლენინის მოედანზე
რედაქტირება1963 წელს ლენინის ძეგლი დადგეს ოქტომბრის რაიონის ერთ-ერთ მოედანზე. მოედანს და მიმდებარე ქუჩას ეწოდა ლენინის სახელი. ძეგლის ავტორები იყვნენ მოქნდაკე ისააკ ბროდსკი და არქიტექტორები ნ. მილოვიდოვი და ს. ოჟეგოვი[1]. ლენინის ბრინჯაოს გამოსახულება დგას კვარცხლბეკზე, რომელიც მოპირკეთებულია გრანიტის ფილებით. ძეგლის საერთო სიმაღლე შეადგენს 12,5 მეტრს. კვარცხლბეკზე წარწერაა:
„საბჭოთა სახელმწიფოს დამაარსებელი, კომუნისტური პარტიის შემქმნელი[2]“
|
ძეგლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[6].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Андрианов В. И., Терещенко А. Г. К. Марксу, Ф. Энгельсу и В. И Ленину // Памятники Дона. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1981.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Елена Николаева Трижды Ленин // Ростов Официальный. — 2011. — № 5 (844).
- ↑ Валерий Иванов. (2013-01-16) Кто помоет памятники?. rostov.mk.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-07.
- ↑ Биография Г. В. Нероды. skulptura-neroda.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-07.
- ↑ г. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). donland.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-07.
- ↑ г.Ростов-на-Дону. Объекты культурного наследия (памятники истории и культуры) государственного (федерального) значения. donland.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-07.