სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი)

სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (რუს.: Санкт-Петербургский Государственный Политехнический Университет; აკრონიმი СПбГУ) — ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური უნივერსიტეტი სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი. მისი ადრინდელი სახელები იყო: პეტრე დიდის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (რუს. Политехнический Институт императора Петра Великого) და კალინინის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (რუს.: Ленинградский Политехнический Институт имени Калинина).

უნივერსიტეტის მთავარი შენობა, 1902 წლის ფოტო.

უნივერსიტეტი დაარსდა 1899 წელს როგორც რუსეთის ყველაზე მოწინავე საინჟინრო სკოლა. მის დაარსებას კურირებდა რუსეთის იმდროინდელი ფინანსთა მინისტრი გრაფი სერგეი ვიტი, რომლის წარმოდგენით პირველი-კლასის საინჟინრო სკოლის დაარსება ფრანგული პოლიტექნიკური სკოლის (École Polytechnique) მაგალითზე რუსეთის ინდუსტრიალიზაციის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. იდეას ხელი შეუწყვეს აგრონომიულმა მეცნიერმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ კოვალევსკიმ და უდიდესმა ქიმიკოსმა დიმიტრი მენდელეევმა, რომლებიც ამ სკოლის დამფუძნებლებად ითვლებიან. ინსტიტუტის პირველი დირექტორი თავადიშვილი ანდრეი გაგარინი გახდა. ფრანგული პოლიტექნიკური სკოლისგან განსხვავებით პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ყოველთვის მოიაზრებოდა როგორც საზოგადოებრივი დაწესებულება. მეფის რუსეთში ის ფინანსთა სამინისტროს ექვემდებარებოდა და მისი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სამინისტროს უნიფორმას ატარებდნენ.

სააგარაკო დასახლება ლესნოეში მდებარე ინსტიტუტის მთავარი კამპუსის პროექტი ეკუთვნის არქიტექტორ ერნს ვირიხს. ეს ადგილი სპეციალურად შეირჩა ინსტიტუტის ქალაქის ცხოვრებისგან მოსაშორებლად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება