ლემორნ-ბრაბანტი
ლემორნ-ბრაბანტი (ფრანგ. Le Morne Brabant) — ნახევარკუნძული და ყველაზე ქარიანი მხარე კუნძულ მავრიკის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე. ყველაზე უკეთ ცნობილია ამავე სახელწოდების ბაზალტური კლდით, რომელიც ზღვის დონიდან 556 მეტრზეა აზიდული და რომელიც მავრიკის ყველაზე შთამბეჭდავ ღირსშესანიშნაობას და ცნობილ ტურისტულ ატრაქციას წარმოადგენს. მწვერვალი 12 ჰა-ზე მეტ ტერიტორიას მოიცავს. გამოირჩევა უამრავი გამოშვერილი მღვიმითა და მკვეთრად ჩაშვებული კალთებით, გარშემორტყმულია ლაგუნით. ეს კლდე ერთ-ერთია მსოფლიოს უიშვიათესი მცენარის Hibiscus fragilis-ის სულ არსებული სამი გავრცელების არეალიდან. ასევე გავრცელებულია სხვა უიშვიათესი მცენარეები. ტერიტორიას ახასიათებს საკუთარი მიკროკლიმატი.
ლემორნ-ბრაბანტის კულტურული ლანდშაფტი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მავრიკი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 20°27′38″ ს. გ. 57°18′49″ ა. გ. / 20.46056° ს. გ. 57.31361° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2008 (32-ე სესია) |
ნომერი | 1259 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ბორცვი ცნობილი გახდა XIX საუკუნეში, როდესაც გაქცეული მონები მას თავშესაფრად იყენებდნენ. მავრიკიში მონობის გაუქმების შემდეგ, 1835 წლის 1 თებერვალს მწვერვალს პოლიციელთა ჯგუფი ეწვია, რათა მონებისთვის ეცნობებინათ, რომ ისინი ამიერიდან თავისუფალნი იყვნენ. მაგრამ მონებმა პოლიციელთა გამოჩენა არასწორად გაიგეს და სიცოცხლე კლდიდან გადახტომით მოისწრაფეს. ამის შემდეგ, ამ დღეს მავრიკელი კრეოლები ყოველწლიურად აღნიშნავენ, მონობის გაქუმების აღსანიშნავად.
2008 წელს ლემორნ-ბრაბანტი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Le Morne Brabant: The heritage of the Mauritian nation დაარქივებული 2007-09-19 საიტზე Wayback Machine.
- UNESCO World Heritage Centre - Le Morne Brabant
- Le Morne Heritage Trust Fund დაარქივებული 2010-10-01 საიტზე Wayback Machine.
- Le Morne et le ghat დაარქივებული 2011-07-27 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- Views from La Rose des Vents - Le Morne Brabant დაარქივებული 2010-08-27 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- Khal Torabully : Le Morne, le Ghat et l'Unesco დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1259 ინგლ. • რუს. • ფრ. |