ლელა წიფურია
ლელა წიფურია (დ. 1959) — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1959 წელს. 1981 დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი, 1995 წელს ამავე ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიოკორპორაციში ავტორად, წამყვანად და რეჟისორად, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად. 2006 წლიდან საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-ტელე სარჟისორო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა
- გონის სუვერენობა (2008) - დოკუმენტური
- ლილეო (2002) - დოკუმენტური
- როცა კარიბჭე გაიღება (2001) - დოკუმენტური
- უვერტიურა (1999) - დოკუმენტური
- სცენარის ავტორია ფილმების
- გონის სუვერენობა (2008) - დოკუმენტური
- ლილეო (2002) - დოკუმენტური
- როცა კარიბჭე გაიღება (2001) - დოკუმენტური
- უვერტიურა (1999) - დოკუმენტური
- პროდიუსერია ფილმის
- გონის სუვერენობა (2008) - დოკუმენტური
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლელა წიფურია დაარქივებული 2016-04-19 საიტზე Wayback Machine.