ლეილი და მეჯნუნი (ბალეტი, 1969)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლეილი და მეჯნუნი (აზერ. Leyli və Məcnun) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორის ყარა ყარაევის ერთაქტიანი ბალეტი; პირველი დადგმის სცენარისტი და ბალეტმეისტერი — ნ. მ. ნაზიროვა. ლიბრეტო დაწერილია ნიზამი განჯევის პოემის «ლეილი და მეჯნუნის» მოტივებზე. (მესამე წიგნი «ხამსე», XII საუკუნე). პრემიერა გაიმართა 1969 წლის 25 მაისს მ. ფ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ბალეტისა და ოპერის თეატრში, მხატვარი ე.გ. ალმასზადე, დირიჟორი რ. დ.აბდულაევი; მეჯნუნი — ვ. ნ. პლეტნიოვი, ლეილი — ტ. ნ. მამედოვა.[1] ნაზიროვას დადგმა დაედო საფუძვლად ფილმ-ბალეტს „მითების სამყაროში“, რომელიც გადაღებული იქნა გაერთიანება „ეკრან“-ის მიერ 1975 წელს. მთავარ პარტიებს ასრულებდნენ თამილა მამედოვა და ვლადიმირ პლეტნიოვი. 2001 წელს მ. ფ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ბალეტისა და ოპერის თეატრის დაკვეთით ბალეტმეისტერმა გიორგი ალექსიძემ განახორციელა პიესის ახალი დადგმა. ბალეტის პრემიერა გაიმართა 2001 წლის 17 თებერვალს (სოლისტები რ.ისკანდეროვი, გ.მირზოევი), იმავე წლის 4 დეკემბერს დადგმა ნაჩვენები იქნა მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრის სცენაზე.

ლეილი და მეჯნუნი
ფოტო
სცენა გიორგი ალექსიძის მიერ დადგმული ბალეტიდან (2001 წელი, ფოტო ი.ჯაფაროვი)
კომპოზიტორი ყარა ყარაევი
ლიბრეტოს ავტორი ნ. მ. ნაზიროვა
სიუჟეტის წყარო პოემა ნიზამი «ლეილი და მეჯნუნი»
  1. Балет. Энциклопедия, 1981.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-13. ციტირების თარიღი: 2019-01-26.