ლევ აბრამოვი
ლევ იოახიმის ძე აბრამოვი (დ. 14 ივნისი, 1911, ვარშავა — გ. 29 თებერვალი, 2004, მოსკოვი) — საბჭოთა მოჭადრაკე, საბჭოთა და საერთაშორისო საჭადრაკო მოძრაობის მოღვაწე; სსრკ-ის სპორტის ოსტატი (1940), იკჩფ-ის საერთაშორისო ოსტატი (1979), საერთაშორისო არბიტრი (1957), ინჟინერ-მშენებელი.[2]
ქვეყანა (სპორტი) | სსრკ |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 ივნისი, 1911 |
დაბადების ადგილი | ვარშავა, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 29 თებერვალი, 2004 (92 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი |
წოდება | იკჩფ-ის საერთაშორისო ოსტატი[1] , საერთაშორისო არბიტრი და სსრკ-ის სპორტის ოსტატი ჭადრაკში |
ჯილდოები და პრემიები |
1956–1959 წლებში იყო ფიზკულტურისა და სპორტის სრულიად საკავშირო კომიტეტის ჭადრაკის განყოფილების უფროსი, შემდეგ პასუხისმგებელი მდივანი (1959–1961), სსრკ-ის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე (1961–1966), იკჩფ-ის ვიცე-პრეზიდენტი (1957–1969). საჭადრაკო ჟურნალისტი; ავტორია რიგი წიგნებისა, სტატიებისა, მეთოდური დამხმარე სახელმძღვანელოებისა მსაჯობის საკითხების, თამაშის წესებისა და შეჯიბრებათა ჩატარების შესახებ.[2]
იყო ლენინგრადის (საუკეთესო შედეგი მე-3–6 ადგილი, 1939) და მოსკოვის (მე-5–6 ადგილი, 1958) ჩემპიონატების, ასევე სსრკ-ის ჩემპიონატების ნახევარფინალების მონაწილე. 1940 წელს მოიგო მატჩი ილია კანის წინააღმდეგ — 5:3 (+2, −0, =6). მიწერით ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატში (1969–1972) დაიკავა მე-2–3 ადგილი. იყო მრავალი შეჯიბრების მთავარი მსაჯი, მ.შ. სსრკ-ის ხალხთა საჭადრაკო სპარტაკიადებისა (1959–1967).[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ International Masters – November 2012
- ↑ 2.0 2.1 2.2 Абрамов Лев Иоахимович // Шахматы : энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — стр. 7, 621 c.