ლევანთიქოფრუს ხიდი
ხიდი თურქეთში
ლევანთიქოფრუს ხიდი — ხიდი თურქეთში, რომელიც ხეობის სათავისაკენ მეხუთე ხიდია. საკუთრივ სოფლის სახელში ლე-პრეფიქსია, ვან-სავანე. ე. ი. სავანეთი. ასე, რომ ფუძე ქართულია. ლევანეთი ამ სატრანზიტო გზაზე დასასვენებელი პუნქტის არსებობაზე მიგვითითებს. ნაგებობა მოგვიანებით აღდგენილ-შეფუთულ-გამაგრებულია. მისი ნახევარწრიული თაღის ბოლოები ორივე მხარეს ეყრდნობა მდინარისაკენ წინწამოზიდულ ბურჯებს. ხიდის სიძველის ნიშნები ჩანს მარჯვენა ბურჯის წყობაში. საკმაოდ საინტერესოა მზიდი კამარების ქვების არქიტექტონიკა. თაღის წყობაში კარგად დამუშავებული მოგრძო და საშუალო ზომის ქვების მონაცვლეობით იკვრება მთელი თაღი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 78 ISBN 978-9941-0-6458-6.