ლედრი ვულაკოსოვოელ-ალბანელი რეპერი, მომღერალი და რამდენიმე სიმღერის ავტორი. დაიბადა 1986 წლის 10 ივლისს აგრონ და ქჰერალდინა ვულების ოჯახში, ქალაქ პრიშტინაში, კოსოვოში.[1][2] მისი მამა არის ალბანელი სატელევიზიო პროდიუსერი აგრონ ვულა, რომელიც არის გჯაკოვიდან, დედამისი არის ჟურნალისტი, რომელიც წარმოშობით არის ულცინიდან, მონტენეგრო.[3] 2005 წელს ის გახდა ცნობილი, როგორც ჰიპ ჰოპ დუეტის Skillz-ის ერთ-ერთი წევრი.[4] 2012 წელს, რადგან ის მეტად აღზევდა სხვადასხვა მხრივ საბოლოოდ გამოიწვია დუეტის დაშლა.[5] 2014 წელს ვულამ თავისი სოლო კარიერა დაიწყო იმავე წლის დეკემბერში მისი სადებიუტო სინგლის "100 Probleme"-ს გამოშვებით.[6]

2016 წელს მან მოიგო წლის საუკეთესო მუსიკალური ჰიტის ჯილდო Top Music Awards-ზე. 2019 წელს ის გამოვიდა Sunny Hill Festival-ზე პრიშტინაში, სადაც სცენას იზიარებდა სხვა აღიარებულ არტისტებთან, როგორებიცაა კალვინ ჰარისი, მაილი საირუსი და დუა ლიპა. [7][8]

2020 წლის იანვარში ვულამ გამოაცხადა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, "10/10", რომელიც გამოვიდა იმავე წლის ბოლოს.[9] 2020 წლის თებერვალში მან შეასრულა თავისი შემდგომი სინგლები "Piano Rap" და "Prej Inati",[10][11], ხოლო ზაფხულის განმავლობაში მან შეასრულა ორი სხვადასხვა სიმღერის პრემიერა.

2023 წლის მაისში ლედრი ვულამ გამოუშვა თავისი ახალი ალბომი. ალბომის ნაწილია ისეთი სიმღერები, როგორიცაა: "1 თხა თითო ტაიზე", "Gjendje", "Boom boom", "Robot", "Paparazzi", "Walk away", "Prek", "Omel", "Mrena" და ა.შ.

აქტიური ცხოვრება

რედაქტირება

2019 წლის 26 ნოემბერს ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ვულამ და მისმა ოჯახმა შესთავაზეს სასწრაფო დახმარების ღონისძიებები და ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები პრიშტინაში სეისმურობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.[12][13] 2020 წლის მაისში მან მხარდაჭერა გამოუცხადა მოძრაობა Black Lives Matter-ს ჯორჯ ფლოიდის ფართო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. მოგვიანებით, იმავე წელს, მან მხარი დაუჭირა ალბანურ კამპანიას , რომელიც შეიქმნა ჰააგის სპეციალიზებული პალატების მიერ კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის რამდენიმე ალბანელი მოღვაწის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულის შესახებ ბრალდების დადასტურების შემდეგ.

  1. Ledri Vula–Biografia sq. TeksteShqip. ციტირების თარიღი: 12 February 2020
  2. Ledri Vula–Bio sq. Top Channel. ციტირების თარიღი: 12 February 2020
  3. Nënën e Ledrit e njihni por ky është babai Albanian (12 May 2016). ციტირების თარიღი: 12 February 2020
  4. Skillz–Biografia Albanian. ციტირების თარიღი: 13 February 2020
  5. Ledri Vula largohet nga muzika Albanian (13 July 2012). ციტირების თარიღი: 13 February 2020
  6. Ledri Vula shënoi rikthimin në muzikë tre vite më parë në një datë si kjo (1 February 2017). ციტირების თარიღი: 14 February 2020
  7. Ledri Vula do performojë në Sunny Hill Festival Albanian (22 June 2019). ციტირების თარიღი: 14 February 2020
  8. Skenën e "Sunny Hill Festival" këtë vit do ta 'ndez' edhe Ledri Vula Albanian (22 June 2019). ციტირების თარიღი: 14 February 2020
  9. Ledri Vula së shpejti vjen me albumin e ri "X" Albanian (12 January 2020). ციტირების თარიღი: 12 February 2020
  10. Ledri Vula sjell projektin e ri "Piano Rap" Albanian (1 February 2020). ციტირების თარიღი: 14 February 2020
  11. Ledri Vula publikon këngën "Prej inati" Albanian. Koha (22 February 2020). ციტირების თარიღი: 23 February 2020
  12. Familja Vula ofron strehim dhe ushqim në Prishtinë për banorët e Thumanit dhe Durrësit sq. Telegrafi (26 November 2019). ციტირების თარიღი: 13 February 2021
  13. Ledri Vula hap dyert e rezidencës për banorët e prekur nga tërmeti sq. Shqiptarja (27 November 2019). ციტირების თარიღი: 13 February 2021