ლახტის წმინდა პეტრეს ეკლესია
ლახტის წმინდა პეტრეს ეკლესია (რუს. Церковь Святого Петра) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1893-1894 წლებში.
ლახტის წმინდა პეტრეს ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°59′31″ ჩ. გ. 30°08′47″ ა. გ. / 59.99194° ჩ. გ. 30.14639° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1893-1894 |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნის დასასრულისათვის ლახტა გახდა დამსვენებლებისათვის პოპულარული ადგილი. მათი რიცხვის ზრდამ და სექტანტობის გავრცელებამ მოსახლეობას შორის, გამოიწვია მართლმადიდებლური ეკლესიის არსებობის აუცილებლობა. ახალი ეკლესიის აგების გადაწყვეტილება მიიღეს 1724 წელს. ლახტის მფლობელმა გრაფმა ვ. ა. სტენბოკ-ფერმორმა ეკლესიის ასაშენებლად შესწირა 20 000 რუბლი. ფინანსები ტაძრის მშენებლობისათვის ასევე გაიღო ლახტისა და ოლგინის მოსახლეობამ.
წმინდა პეტრეს სახელობის ტაძრის საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1893 წლის 11 ივლისს მოციქულების, პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს. პირველი ეკლესია იყო ხის, რომელიც იდგა ხის სარძიკველზე. რომლის გეგმაც შეიმუშავეს არქიტექტურის აკადემიკოსებმა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ვასილი ვასილის ძე შაუბმა და ვასილი ივანეს ძე შაუბმა.
ტაძრის მშენებლობა სწრაფად მიმდინარეობდა. 1894 წელს დაიკიდეს ზარები. ხოლო ამავე წლის 12 აგვისტოს მოხდა ტაძრის კურთხევა.
ტაძართან ერთად ააგეს ორსართულიანი შენობა მასში სამრევლო სკოლისა და ბავშვთა თავშესაფრის განსათავსებლად. 1938 წელს ეკლესია დახურეს და მასში განათავსეს კინოთეატრი „Звезда“. 1980-იანი წლების ბოლოს კინოთეატრი დახურეს და შენობაში განათავსეს კატერების სარემონტო კოოპერატივი. ოთახში დაამონტაჟეს შემდუღებელი აპარატი.
1990 წლის 12 ივლისს ტაძრის კედელთან შედგა პირველი ღვთისმსახურება მოციქულ პეტრეს სახელზე. 1991 წლის მარტში შენობა გადაეცა სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. უშუალოდ ტაძარში პირველი მსახურება გაიმართა 1991 წლის აღდგომას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Михайлов Н. В. Лахта : Пять веков истории, 1500-2000 : Ист. очерк. Док. Воспоминания. Кат. — М.; СПб.: Весь мир, 2001. — С. 59—66, 216, 224—225. — ISBN 5-7777-0123-X.
- Богданов И. А. Лахта. Ольгино. Лисий нос. — СПб.: Остров, 2005. — С. 109—116. — (Петербургские этюды). — ISBN 5-94500-035-3.
- От Комитета по сбору пожертвований и сооружению св. храма во имя апостола Петра и часовни в деревне Лахта. — [СПб., 1892]. — [4] с.