ლაცაურის მესამე კოშკი
ლაცაურის მესამე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დამცავი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცაურში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.
სოფელ ლაცაურში მოსახლის კარ-მიდამოში დგას 5 სართულის დონეზე შემორჩენი — ღია ზურგიანი კოშკი. ნაგები ადგილობრივი წარმოშობისაა, მოწითალო ფერის თლილი ქვით. ქვის წყობა მშრალი და თარაზულია. არქიტრავული შესასვლელი დატანებულია დასავლეთიდან, მეორე სართულზე. ფასადი ბევრ ადგილას დაბზარულია, გადახურვა მთლიანად ჩამონგრეულია. კოშკი შიგნიდან ამოვსებულია მიწით და ჩამოცვენილი ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 143-144