ლაცაურის მეორე კოშკი

ლაცაურის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ცხინვალის რაიონის სოფელ ლაცაურში, ნაკრძალის ტერიტორიაზე. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.

სოფლის განაპირას, ნაკრძალის ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე დგას ზურგიანი კოშკი (5 სართულის დონეზე). კოშკი ნაგებია მოყვითალო ფერის ნათალი ქვის თა-რაზული წყობით. კედლები რამდენიმე ადგილას დაბზარულია. შემორჩენილია გადა-ხურვის ძელის ბუდეები. შიგნიდან კოშკი ამოვსებულია მიწით და ჩამოცვენილი ქვით. ძეგლზე ამოსულია მცენარეები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 144