ლაშქართა შიგან არშეშვება

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლაშქართა შიგან არშეშვება, ლაშქართაგან გარდახდევა, გამაწბილებელი სასჯელის სახეობა — სამხედრო და რაინდული უფლებების ჩამორთმევა ფეოდალურ საქართველოში. იყენებდნენ დამატებით სასჯელად ეკლესიისაგან დაკრულვილ, შეჩვენებულ პირთა მიმართ. დაკავშირებული იყო სამხედრო-რაინდულ შეხედულებასთან, რომ ლაშქრობაში მონაწილეობა თავისუფალი პიროვნების უფლებაცაა და მოვალეობაც. ეს სასჯელი მეტად მძიმე იყო და დამნაშავეს ზნეობრივ სიკვდილს უქადიდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ, 1929;
  • ნადარეიშვილი გ., ქსე, ტ. 6, გვ. 148-149, თბ., 1983