ლაშა ჯანჯღავა
ლაშა ჯანჯღავა (დ. 5 მაისი, 1970, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მოჭადრაკე და მწვრთნელი, ოსტატი (1986), საერთაშორისო ოსტატი (1989) და დიდოსტატი (1990). საქართველოს ორგზის ჩემპიონი (1994 და 1996), საქართველოს შემადგენლობაში მსოფლიო ოლიმპიადების მონაწილე (1992, 1994, 1996, 1998). სტუდენტ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი (1992).
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 66.