ლაშა ხმალაძე
ლაშა ხმალაძე (დ. 20 იანვარი, 1988 წელი, თბილისი, საქართველო) — საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, თამაშობს მგეზავის პოზიციაზე. დღევანდლამდე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 47 კეპი და 43 ქულა აქვს მოპოვებული. ხმალაძის სანაკრებო დებიუტი 2008 წლის 11 ივნისს შედგა სამხრეთ აფრიკის რესბუბლიკის „ა“ ნაკრებთან, იმ მატჩში საქართველო 11-3 დამარცხდა.
ლაშა ხმალაძე | |
---|---|
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | 20 იანვარი, 1988 (36 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
ინფორმაცია კლუბის შესახებ | |
პოზიცია | centre |
ეროვნული ნაკრები |
რაგბის 2011 წლის ჩემპიონატში საქართველოს მაისურით ლაშამ სამი მატჩი ჩაატარა. 2 ოქტომბერს არგენტინასთან 25-7 წაგებულ მატჩში ლელო გაიტანა. ხმალაძე 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც საქართველოს ღირსებას იცავდა.
1996-იდან დღემდე ლაშა სარაგბო კლუბ „ლელოს“ წევრია. აღნიშნულ კლუბთან ერთად მიღწეული წარმატებებია[1]:
წელი | მიღწევა |
---|---|
2009 | საქართველოს ჩემპიონი საქართველოს თასის მფლობელი |
2010 | საქართველოს თასის მფლობელი |
2012 | საქართველოს ჩემპიონი |
2013 - 2014 | საქართველოს ჩემპიონი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- LASHA KHMALADZEGeorgia დაარქივებული 2016-04-16 საიტზე Wayback Machine. en.espn.co.uk (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ლაშა ხმალაძე დაარქივებული 2016-08-21 საიტზე Wayback Machine. lelorugby.ge