ლაშარელა — „ფშაველთა ხელმწიფე“, ღვთისშვილი, ძველი მითური სახე, ხევსურულ ფოლკლორში შემორჩენილი. ერთ მითში მორიგე ღმერთს შესჩივის, მჭედელი პირქუში რად გაგვინაწყენე, ერთგული ყმა ხთისი ბერიძისშვილი რად მოუკალიო.[1]

  1. აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.