ლაურა ესკიველი
ლაურა ესკიველი (დ. 30 სექტემბერი, 1950) — მექსიკელი რომანისტი, სცენარისტი და პოლიტიკოსი. 2012-2018 წლებში იყო მექსიკის დეპუტატთა პალატის წევრი. მწერლის სადებიუტო რომანი, „როგორც წყალია შოკოლადისთვის“, 1989 წელს გამოიცა და მექსიკასა და აშშ-ში ბესტსელერად იქცა. 1992 წელს წიგნის კინოადაპტაცია შედგა, რამაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.
ლაურა ესკიველი | |
---|---|
ესკიველი სოფიაში 2011 წელს | |
დაბადების თარიღი | 30 სექტემბერი, 1950 |
დაბადების ადგილი | მექსიკა |
საქმიანობა |
რომანისტი სცენარისტი |
მოქალაქეობა | მექსიკა[1] |
ჟანრი |
მაგიური რეალიზმი სამეცნიერო ფანტასტიკა |
Magnum opus | როგორც წყალია შოკოლადისთვის |
მეუღლე | ალფონსო არაუ |
ლიტერატურული კარიერა
რედაქტირებაესკიველის პირველი რომანი, „როგორც წყალია შოკოლადისთვის“, მაგიური რეალიზმის ჟანრს მიეკუთვნება. მასში მწერალი რეალური და ზებუნებრივი სამყაროს გასაერთიანებლად იმავე ნარატიულ ხერხებს იყენებს, რომელიც გაბრიელ გარსია მარკესისა და ისაბელ ალიენდეს ცნობილ რომანებში გვხვდება.
ესკიველის სადებიუტო ნამუშევარი მექსიკის რევოლუციის ფონზე ახალგაზრდა ქალის, ტიტა დე ლა გარსას, ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც კულინარიითაა გატაცებული. რომანი წელიწადის თვეების მიხედვით დასათაურებულ 12 თავადაა დაყოფილი. თითოეული მათგანი მექსიკური კერძის რეცეპტით იწყება და მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობს კერძი პროტაგონისტის ცხოვრებაში.[2] რომანის სათაური ცნობილი მექსიკური გამოთქმიდან მომდინარეობს. „როგორც წყალია შოკოლადისთვის“ ძალიან განაწყენებულ და გაბრაზებული ადამიანის მდგომარეობას გამოხატავს, რომელიც შეიძლება მოთუხთუხე წყალზე მოსახარშად შემოდგმულ შოკოლადს შევადაროთ.[3]
ესკიველს რომანის დაწერის იდეა დედისა და ბებიის რეცეპტების მიხედვით კერძების მომზადებისას დაებადა.[4] როგორც ცნობილია, „ესკიველმა რომანის სიუჟეტში საკუთარი ოჯახის ცხოვრების ეპიზოდი გამოიყენა. [ისევე, როგორც რომანის მთხრობელს,] მას ჰყავდა პაპიდა, სახელად ტიტა, რომელსაც, [რომანის პროტაგონისტის მსგავსად,] აკრძალული ჰქონდა დაქორწინება, რის გამოც მთელი ცხოვრება დედის მოვლაში გალია, ხოლო დედის სიკვდილის შემდეგ ტიტა მალევე თავადაც გარდაიცვალა.“[4]
მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაში კრიტიკული აღიარება ვერ მოიპოვა, „როგორც წყალია შოკოლადისთვის“ ბესტსელერი გახდა. რომანმა „მექსიკურ ლიტერატურაში უპრეცედენტო ეკონომიკური ბუმი წარმოშვა“ და გამოცემის წელსვე მეორე და მესამე ტირაჟით დაიბეჭდა. 1989 წელს იგი გაყიდვებით მეორე ადგილზე იყო, ხოლო 1990 წელს პირველ ადგილზე გადაინაცვლა.[5] „როგორც წყალია შოკოლადისთვის“ ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა.[6]
1992 წელს რომანის კინოადაპტაცია შედგა, რომელმაც ათი არიელის ჯილდო დაიმსახურა. ფილმი წარდგენილი იყო ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. როგორც წყალია შოკოლადისთვის აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი უცხოენოვანი ფილმი გახდა.
ესკიველის მომდევნო რომანი „სიყვარულის კანონი“ 1995 წელს გამოიცა. ლიტერატურული კრიტიკოსი ლიდია როდრიგესი რომანს შემდეგნაირად აღწერს: „ნარატივი აწმყოს დეკონსტრუქციას ახდენს ოცდამესამე საუკუნის ეპოქის შექმნის მიზნით, სადაც საოცარ გამოგონებებსა და ნაცნობ ელემენტებს ვხვდებით.“[7] რომანის შესახებ ლიტერატურული კრიტიკოსი ელიზაბეტ მარტინესი წერს: „რომანში, რომელშიც სამეცნიერო ფანტასტიკა სიყვარულის ისტორიას ერწყმის, ავტორი ცდილობს შექმნას ჰარმონიული მომავლის სურათი, აგებული იმ ცენტრალურ ფილოსოფიაზე, რომლის მიხედვითაც პიროვნული სრულყოფის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის გზითაა შესაძლებელი.“[8]
2000 წელს ესკიველმა გამოაქვეყნა კომპილაცია „ორ ცეცხლს შორის“, რომელიც ცხოვრების, სიყვარულისა და კვების შესახებ ესეებს მოიცავს.
2001 წელს გამოქვეყნდა ესკიველის მესამე რომანი „სურვილივით სწრაფი“, რომლის შესახებაც ჟურნალმა Publishers Weekly დაწერა: „რომანში ესკიველის თხრობითი უნარები საუკეთესო ფორმაშია და მიუხედავად არაორიგინალურობისა, რომანი წარმატებით გადმოგვცემს გზავნილს ოჯახური და რომანტიკული სიყვარულის ძალის შესახებ.“[9]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებალაურა ბეატრის ესკიველ ვალდესი ტელეგრაფის ოპერატორი ხულიო სეზარ ესკიველისა და ჯოზეფა ვალდესის ოჯახში დაიბადა. 1975 წელს ესკიველი მსახიობ, პროდიუსერ და რეჟისორ ალფონსო არაუზე დაქორწინდა, რომელმაც მისი სადებიუტო რომანის ეკრანიზაცია გადაიღო. წყვილი 1995 წელს განქორწინდა. ესკიველი თავის ამჟამინდელ მეუღლესთან ერთად მეხიკოში ცხოვრობს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Invitados de FILSA 2016:Mexicanos — Cámara Chilena del Libro.
- ↑ Elizabeth M. Willingham. "Introduction." Laura Esquivel’s Mexican Fictions. Sussex Academic P, 2010. 13–14.
- ↑ Willingham. 2010. "Glossary." "chocolate," "como agua para chocolate." 226–227.
- ↑ 4.0 4.1 Cooking up passion the woman behind Like Water For Chocolate views the kitchen as the center of seduction for her stirring tale of love on the sly. Candice Russell. Sun-Sentinel (Fort Lauderdale, FL). Features Arts & Leisure, Pg. 1D. April 25, 1993.
- ↑ Willingham. "Introduction: Early Critical Reception."'2010. 5–8.
- ↑ Kitchen is home's heart for 'Chocolate' author Esquivel. Deirdre Donahue. USA Today Life; Pg. 8D. November 18, 1993.
- ↑ Rodríguez. "Laura Esquivel's Quantum Leap in The Law of Love." Ed. Willingham. 153–162.
- ↑ Coonrod Martínez. "Cultural Identity and the Cosmos: Laura Esquivel’s Predictions for a New Millennium in The Law of Love. 136–152.
- ↑ Swift as Desire.