ლასურისძენი
ლასურისძენი — ქართული ფეოდალური გვარი შუა საუკუნეების სამცხე-საათაბაგოში.
საფარის მონასტრის სამრეკლო პირველ სართულზე ლასურისძეთა საგვარეულო სამარხია. ლასურისძენი ჯაყელთა ქვეშევრდომნი იყვნენ. როცა ბექა მთელი კარით დაემკვიდრა საფარაში, ლასურისძეებსაც მანვე უბოძა სამრეკლოს პირველი სართული საგვარეულო საკუთრებად. აქ კედლებზე შემორჩენილ ფრესკებზე ასახულია ლასურისძეთა ოჯახის წევრთა პორტრეტები. გარდა ლასურისა შეგვიძლია ვნახოთ სუმბათი და სასულიერო პირი ნიკოლოზი. ფრესკის თავზე კი იკითხება წარწერა:
„...მეუფეო ქრისტე ღმერთო... ადიდე ორთავე სუფევათა შინა პატრონი ჩვენი მანდატურთა უხუცესი ბექაი და ძენი მისნი, რომელმან... გუიბოძა საფლავნი ლასურისძესა ლასურს და ძმათა მისთა საუკუნოდ.“
|
ლასურისძენი მოხსენიებულნი არიან საქართველოს კათალიკოსის სამწყსოს სიაშიც:
„...ლასურისძეთა აქუს ჴერჴემელისძე სასაფლჲოთა, მონასტრითა და კარის ეკკლესიითა[1]...“
|
მ. ჯანაშვილი ორიოდე სიტყვით იხსენიებს მათ და წერს, რომ „ლასურიძე განთქმული გვარია ჩვენს ისტორიაში X საუკუნიდგანვე და სამცხის სამწყსოს ეკუთვნის. სალასურიძეო სოფელია აჭარაში“[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბერიძე, „სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები“ — 1970 წ.