ლარი სენგერი
ლარი სენგერი (ინგლ. Larry Sanger; დ. 16 ივლისი, 1968) — ამერიკელი ინტერნეტპროექტის დეველოპერი და ვიკიპედიის თანადამფუძნებელი. სენგერი ვიკიპედიის გარდა, ასევე მუშაობდა სხვა საგანმანათლებლო ვებსაიტებზე, როგორიცაა: ნუპედია, ციტიზენდიუმი, და ევერიპედია. კოლეჯში სწავლის დროს დაინტერესდა ინტერნეტსივრცეში არსებული საგანმანათლებლო პროექტებით, 2001 წელს გაწევრიანდა ონლაინ ენციკლოპედიაში „ნუპედია“, სადაც იყო მთავარი რედაქტორი. ნუპედიის ნელი პროგრესით იმედგაცრუებული სენგერის იდეა იყო ვიკის გამოყენება. ვიკიპედიის ლიდერი 2002 წლამდე იყო.
ლარი სენგერი | |
---|---|
დაიბადა | 16 ივლისი, 1968 ვაშინგტონის შტატი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | ინტერნეტ პროექტის დეველოპერი |
ცნობილია | ვიკიპედიის თანადაფუძნებისთვის |
ინტერნეტის გარდა, სენგერის ინტერესებს მოიცავს ფილოსოფია, კერძოდ: ეპისტემოლოგია, ადრეული თანამედროვე ფილოსოფია და ეთიკა. ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა ფილოსოფიას.