ლარგვისის ხატის ნანგრევი
ლარგვისის ხატის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი ლარგვისში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ნასოფლარ ხრომისწყაროს სამხრეთ განაპირას აგებულია სოფლის მთავარი სალოცავი ხატი. მისგან შემორჩენილია კედლები დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზე. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ნამსხვრევი კლდოვანი ქვა. მცირე ნაგებობის ჩრდილოეთ კედელში მოწყობილია შესასვლელი. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა დარბაზი, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველს ჰქმნის. საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილში მცირე ნიშაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 112