ლარგვისის წმინდა გიორგის ეკლესია

ლარგვისის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი ლარგვისის მიდამოებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს ნასოფლარ საქორეთის დასავლეთით 3 კმ-ზე, ხშირი, შერეული ტყით დაფარულ მთის წვერზე. სახურავი, რომელიც ფიქალის ფილებისგან ყოფილა გადახურული, ამჟამად ჩაქცეულია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია უხეშად თლილი, სხვადასხვა ზომის კლდოვანი ქვა. დარბაზი გეგმაში წაგრძელებული სწორკუთხა მოხაზულობისაა და საკურთხევლისაგან გამიჯნულია ერთსაფეხურიანი მხრებით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ფართო სწორკუთხა საკურთხეველი სამხრეთით ნალისებრია. მის ცენტრში მოთავსებულია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს ასევე თითო სწორკუთხა ნიშაა. თაღები შირიმის თლილი ქვებით იყო ნაშენი. ეკლესიაზე შემორჩენილია ბათქაშის კვალი. იქვე ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამიოდე მეტრში შემორჩენილია დამხმარე სათავსის გეგმის კვალი. სახურავი ჩაქცეულია, კედლები დამსკდარია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 115