ლაოსის დროშა
ლაოსის დროშა (ლაოს. ທຸງຊາດລາວ; thungsad Lāo) შედგება სამი ჰორიზონტალური ზოლისგან, რომელთაგან მისი შუა, ლურჯი ნაწილის სიდიდე ორჯერ აღემატება ზედა და ქვედა ზოლების ზომას. დროშის ცენტრში გვხვდება თეთრი დისკი, რომლის დიამეტრის სიგრძე ლურჯი ზოლის სიმაღლის ოთხი მეხუთედია, ხოლო გვერდების პროპორციული თანაფარდობაა - 2:3.
დროშა თავდაპირველად დამტკიცდა 1945 წელს, ლაო ისარას - ანტი-ფრანგული ნაციონალისტური მოძრაობის - ხანმოკლე მთავრობის დროს 1945-1946 წლებში, შემდეგ კი ლაოსის განმანთავისუფლებელი არმიის მიერ. იგი წარმოადგენს თანამედროვე კომუნისტური სახელმწიფოების დროშათაგან ერთადერთს, კუბასთან ერთად, რომელზეც არ არის ასახული არანაირი კომუნისტური სიმბოლიკა. დროშის ამჟამინდელი ვარიაცია ხელახლა მიიღეს 1975 წლის 2 დეკემბერს, როდესაც ლაოსი, ოფიციალურად, სოციალისტურ სახელმწიფოდ იქცა, ხოლო სამეფო დროშა, რომელიც 1975 წლამდე გამოიყენება, რიგითი ლაოსური დიასპორის მიერ კვლავაც გამოიყენება.
მიმოხილვა
რედაქტირებამიმდინარე დროშამ ჩაანაცვლა წითელი ფონის მქონე დროშა, რომელზეც გამოსახული იყო სამთავიანი სპილო აირავატა და წარმოადგენდა XIX საუკუნის ლუანგ ფრაბანგის დროშას. დროშა მაშინაც გამოიყენებოდა, როცა ეს სამეფო საფრანგეთის პროტექტორატად იქცა და სხვა, მეზობელ მიწებთან ერთად ლაოსის სამეფო ჩამოაყალიბა, რომელიც 1953 წელს დამოუკიდებლად იქცა. ეს დროშა ყურადღებას ამახვილებდა ქვეყნის ძირძველ დასახელებაზე - „მილიონი სპილოს მიწა“. 1953 წლიდან კი სამეფო პათეტ ლაოსთან - განმანთავისუფლებელ არმიასთან აწარმოებდა ომს, რომლის დროშაც დღევანდელი დროშის იდენტური იყო.
1973 წლიდან 1975 წლამდე პათეტ ლაო შეადგენდა სამთავრობო კოალიციის ნაწილს, სანამ უშუალოდ აიღებდა ხელისუფლებას და აიძულებდა მეფეს გადადგომას. საბოლოოდ, პათეტ ლაოს დროშა ეროვნულ დროშაც გადაიქცა, მიში შემქნელის, მაჰა სილა ვირავონგის, თქმით, ცენტრში არსებული თეთრი წრე არის სიმბოლო ლაოსელი ხალხის ერთიანობისა, აგრეთვე ორი რეგიონის - ლაოსისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდის მომავალ გაერთიანებას - ასახავს. იგი ასევე სიმბოლიზირებს სავსე მთავრეს, როგორც ლურჯი ზოლის - მდინარე მეკონგის - თავზე ამომავალს. რაც შეეხება წითელ ფერს, იგი გამოსახავს ლაოსელთა დაღვრილ სისხლს მდინარე მეკონგის ორივე ნაპირზე, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ფრანგთა წინააღმდეგ ბრძოლისას. ლურჯი ფერი, მდინარე მეკონგის გარდა, ერის კეთილდღეობის სიმბოლოცაა.[1]
ისტორია
რედაქტირებაამჟამინდელი ლაოსის დროშა შეიქმნა 1945 წელს, მაჰა სილა ვირავონგის მიერ, რომელიც იყო ცნობილი ლაოსელი ნაციონალისტი, ინტელექტუალი და ლაოსის ტრადიციული ლიტერატურის, ისტორიისა და კულტურის მკვლევარი. მას დაევალა ახალი, სამეფო ტიპაჟისგან განსხვავებული დროშის შექმნა. ლაო ისსარას მთავრობის ჩამოყალიბებისას, მისი პირველი კონსტიტუციის შესაბამისად, 1945 წლის 12 ოქტომბერს, ვირავონგის დროშა ახალმა მთავრობამ მიიღო ეროვნულ დროშად.
1952 წლიდან 1975 წლის სამეფო ხელისუფლების დაცემამდე ქვეყნის დროშა წითელი ფერის იყო, რომელზეც თეთრი სამთავიანი სპილო იყო გამოსახული (რომელიც წარმოადგენს ინდუისტურ ღვთაება ერავანს). სპილოს თავზე ცხრადაკეცილი ქოლგაა გამოსახული, თავად სპილო კი ხუთსაფეხურიან კვარცხლბეკზე დგას. თეთრი სპილო არა მარტო ლაოსისთვის, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მრავალი ქვეყნის, მათ შორის მიანმარისა და ტაილანდის სიმბოლიკებშიც გამოიყენება. დროშა, რომელზეც სამთავიანი სპილო იყო გამოსახული, შთაგონებული იყო ლუანგ პრაბანგის სამეფოს დროშით.[2]
ცხრა ნაკეცის მქონე ქოლგა არის სიმბოლო ბუდისტურ კოსმოლოგიაში არსებული მერუს მთისა, ხოლო კვარცხლბეკი წარმოადგენდა კანონსა და წესრიგს, რომელსაც ეყრდნობა კაცობრიობა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Murashima, Eiji (დეკემბერი 2015). „Thailand and Indochina, 1945-1950“ (PDF). Journal of Asia-Pacific Studies (Waseda University). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — ივნისი 2, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 25, 2016.
- ↑ Evans, Grant (1998) The Politics of Ritual and Remembrance: Laos Since 1975. Honolulu: University of Hawaii Press, გვ. 13–14. ISBN 0-8248-2054-1.