ლამბალო და ყაშამიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. ნაწარმოები, სადაც ცარიზმის ერთმორწმუნეობის ფარსია მხილებული, მიხეილ ჯავახიშვილმა 1925 წელს დაწერა. იმავე წელს ჟურნალ „მნათობში“ იბეჭდება, ხოლო, შემდეგ ის ქვეყნდება 1926 წელს სახელგამის მიერ გამოცემულ კრებულში „ორი განაჩენი“. ამის შემდეგ მოთხრობას კიდევ ორჯერ, 1933 წელს და 1937 წელს ეღირსება დღის სინათლე.[1]

„ლამბალო და ყაშა“

ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1925
გვერდი 80

მოთხრობის სიუჟეტი

რედაქტირება

თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს. მთხრობელი წითელი ჯვრის ექიმია, რომელსაც ურმიის ტბის მიდამოებში გააგზავნიან ომის დროს.

ექიმი იქ გაიცნობს თათარს სახელად მაშადი ჰასან, რომელსაც ზედმეტსახელად ლამბალოს დაარქმევს. ექიმი მალევე შეიტყობს იქაური ეპისკოპოსი პეტრესა და მისი ხელქვეითი ყაშა ლაზარეს უსამართლობასა და ჩაგვრას, რომელსაც ისინი ადგილობრივთა მიმართ იჩენენ. მთხრობელი ლამბალოს თავის სამსახურში აიყვანს, მაგრამ მას ყაშა ლაზარი შეიძულებს და მუდმუვი ტერორის ქვეშ ამყოფებს. მათ მალე ჩხუბიც მოუვათ სადაც თათარი რუსს დაჯაბნის. მალევე ყაშა მოითხოვს ყველა დაუმორჩილებელი თათრის გაჯოხვას, რასაც ლამბალო შეეწირება. რუსი მღვდელი ექიმის მუდარას არ შეისმენს. ირანის ვალი კი მუდმივად აცხადებს, რომ ირანის ლომი დაუძლურდა და რუსებს წინ ვეღარ გადაუდგება.

თუმცა ბედი-მდევარი ყაშას ცოცხალს მაინც არ დატოვებს. ის ერთ-ერთი თათრის მიერ შემოგზავნილი გველების ნაკბენით დაიღუპება. მიუხედავად ამისა, სამართლიანობის სიმბოლო, ექიმი მას ყველა დანაშაულს შეუნდობს და ყველაფერს გააკეთებს მის გადასარჩენად. ამ ყველაფრის შემდეგ მთხრობელი გადაწყვეტს სამშობლოში დაბრუნებას.

პერსონაჟები

რედაქტირება
  • წითელი ჯვრის ექიმი“ - მთავარი პერსონაჟი(მთხრობელი).
  • მაშადი ჰასან“ - იგივე „ლამბალო“.
  • პავლე“ - ეპისკოპოსი.
  • ყაშა ლაზარე“ - მღვდელი, ეპისკოპისის ხელქვეითი.
  • ბექაური“ - ექიმის მოხევე ხელქვეითი, რომელიც თავის უფროსს ირანში გამოჰყვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება