ლალი ზამბახიძე
ლალი (ლარისა) ალექსანდრეს ასული ზამბახიძე (დ. 18 ოქტომბერი, 1941, ჩოხატაური) — ქართველი გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1981).
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1965). 1971 წლიდან იქვე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, 2002-2006 წლებში იყო გრაფიკის კათედრის გამგე. გამოფენებში მონაწილეობს 1965 წლიდან. მთავარი ნამუშევრები: გრაფიკული სერიები — „ადამიანი და გარემო” (1978), „მშობლიური მოტივები” (1979), „მიტოვებული ადგილები” (1986), „გერმანული მოტივები” (1990) და სხვ.; ილუსტრაციები წიგნებისთვის – ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!”, ე. ნინოშვილის „პალიასტომის ტბა”, ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს” და სხვ. ზამბახიძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, სხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2004).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 304.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლალი ზამბახიძე — ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების მონაცემთა ბაზა.