ლაკიერების სახლი (რუს. Дом Лакиеров) — ორსართულიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის პირველი ნახევარში კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში.

ლაკიერების სახლი
რუს. Дом Лакиеров
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი უორდენო კლასიციზმი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის პირველი ნახევარი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101195000

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 42[1].

XIX საუკუნის დასაწყისში ეს სახლი, რომელიც აგებულია აგურით, იყო ივან ვარვაცის კუთვნილება[2]. ცნობილია, რომ როდესაც ალექსანდრე I სტუმრობდა ტაგანროგს, ან ნაწილში მდებარეობდა თავლები მისი ცხენებისათვის. ისინი აშენდა ქალაქის სახსრებით. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა კაზაკთა პოლკის სამეფო ლეიბ-გვარდია[2].

ლაკიერების სახლი დაკავშირებულია რამდენიმე ცნობილი ტაგანროგელის ისტორიასთან[3].

XIX საუკუნის მეორე ნახევარში სახლი იყო კოლეჟის მრჩევლის მარკ ვარვაცის კუთვნილება[3]. 1836 წელს იგი დაოჯახდა ტიტულარული მრჩევლის დიმიტრი ალფერაკის შვილზე სოფიაზე. ვარვაცების ოჯახს შეეძინათ ორი გოგო: ალექსანდრა და ელენა. ალექსანდრა ცოლად გაჰყვა საბერძნეთის მეფის მოხელეს პუპუდოვს, ხოლო ელენა გახდა ალექსანდრე ლაკიერის ცოლი - „რუსული ჰერალდიკის“ ავტორი. ეს წიგნი გამოვიდა 1854 წელს და მისმა ავტორმა ამ შრომისათვის მიიღო დემიდოვის პრემია[4].

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1860 წლის 1 იანვრისათვის სახლის ფართობი იყო 903 კვადრატული საჟენი[2].

ალექსანდრე ლაკიერი გარდაიცვალა 1870 წელს, ხოლო მისი მეუღლე, ელენა 1915 წელს[3]. მათ ქორწინების პერიოდი შეეძინათ ხუთი შვილი: მარკი, ივანე[4], სოფია, ალექსანდრა და ელენა (სხვა ვერსიით - მარია)[4].

1918 წლიდან შენობაში განთავსებულია წითელი არმიის დანაყოფების ყაზარმები. ჩვენს დროში ლაკიერების სახლი საცხოვრებელია, რომელსაც 1992 წლიდან იცავს კანონი, როგორც არქიტექტურის ძეგლს[1]..

ლაკიერების სახლი ორსართულიანია, ფასადი გაფორმებულია სანდრიკებით და გამოძერწილი ფიგურებით. თავდაპირველად აგებული იყო აგურის სტილში, 1872 წელს გადააკეთეს უორდენო კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში[2].

  1. 1.0 1.1 Жилой дом. Комплекс застройки улицы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-10. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "Жилой дом. Комплекс застройки улицы" defined multiple times with different content; $2
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Энциклопедия Таганрога
  3. 3.0 3.1 3.2 Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0
  4. 4.0 4.1 4.2 Дома Лакиеров. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-11.