ლაილაშის ბიბლია
ლაილაშის ბიბლია — X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ბიბლია. XX საუკუნის 40-იან წლებში აღმოჩენილ იქნა ლეჩხუმის სოფელ ლაილაშში. 1957 წლიდან ლაილაშის ბიბლია საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. ლაილაშის ბიბლია შესწავლილი აქვს უდიდეს ქართველ სემიტოლოგს - გიორგი წერეთელს.[1]
ებრაელები ლაილაშში
რედაქტირებალაილაში ლეჩხუმის სოფელია, რომელიც ცაგერიდან 18 კილომეტრში მდებარეობს, სოფელში შემორჩენილია ებრაელთა სინაგოგა, სადაც ადრე ებრაელები ლოცულობდნენ.ლაილაშში ასევე არის ებრაელთა სასაფლაო. ებრაელები სოფელ ლაილაშშის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობდნენ, ვინაიდან ლაილაში უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ცენტრი იყო ლეჩხუმის, ებრაელებიც აქ ვაჭრობით იყვნენ დაკავებული. სავაჭრო ადგილს მათ ბაზარი უწოდეს, ეს სახელი ამ ადგილმა დღემდე შემოინახა.