ლაზიერის გამბიტი (მინისერიალი)

ლაზიერის გამბიტი — 2020 წლის ამერიკული ისტორიული დრამატული მინისერიალი, რომელიც ეფუძნება უოლტერ ტევისის 1983 წლის ამავე სახელწოდების რომანს. მისი სათაური მომდინარეობს საჭადრაკო პარტიის საწყის სვლათა კომბინაციიიდან „ლაზიერის გამბიტი“. Netflix-ისათვის სერიალი შექმნეს ალან სკოტმა და სკოტ ფრენკმა. ეს უკანასკნელი სერიალის რეჟისორი და სცენარისტია. მინისერიალი, რომელშიც მოქმედება 1950-იან და 1960-იან წლებში ვითარდება, მოგვითხრობს ობოლი მოჭადრაკე ბეტ ჰარმონის (ანია ტეილორ-ჯოი) ცხოვრების შესახებ, რომელიც ალკოჰილიზმისა და ნარკოდამოკიდებულების ფონზე საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთი მოწინავე ფიგურა ხდება.

ლაზიერის გამბიტი
ჟანრი ისტორიული
დრამა
ავტორი სკოტ ფრანკი
ალან სკოტი
ეფუძნება უოლტერ ტეივისის ამავე სახელწოდების რომანს
მონაწილეობენ ანია ტეილორ-ჯოი
კომპოზიტორ(ებ)ი კარლოს რაფაელ რივერა
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 1
სერია 7
კომპანია Netflix
პირველად ეთერში 23 ოქტომბერი, 2020
რესურსები ინტერნეტში
საიტი

„ლაზიერის გამბიტი“ გამოვიდა 2020 წლის 23 ოქტომბერს. ოთხ კვირაში „ლაზიერის გამბიტი“ იქცა Netflix-ის ყველაზე ნახვად სერიალად.[1] კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა ანია ტეილორ-ჯოის მიერ შესრულებულმა ბეტ ჰარმონის როლმა. სერიალმა მიიღო დადებითი შეფასება საჭადრაკო საზოგადოებაში. მათი აზრით სერიალი ხელს უწყობს ხალხის ინტერესის გაღვივება ჭადრაკის მიმართ. [2][3]

შინაარსი

რედაქტირება

„ლაზიერის გამბიტი“ მოგვითხრობს ობოლი მოჭადრაკის, ბეტ ჰარმონის ისტორიას, იგი ემოციური პრობლემების, ნარკომანიასა და ალკოჰოლთან დამოკიდებულების ფონზე ხდება მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე. სერიალის სათაური მოდის ამავე სახელწოდების ნოველიდან. ისტორია იწყება 1950-იანი წლების შუა ნაწილში და ვითარდება 1960-იან წლებში.[4]

ისტორია იწყება ლექსინგტონში, კენტუკის შტატში, სადაც ცხრა წლის ბეტი, რომელმაც ავარიის შედეგად დაკარგა დედა, გადაიყვანეს ბავშვთა სახლში. ბეტი შენიშნავს როგორ თამაშობს შენობის დარაჯი ლაიბერი ჭადრაკს და ჰკითხავს მას თამაშის შესახებ. ლაიბერი ასწავლის მას თამაშს. როგორც ეს გასული საუკუნის 50-იან წლებში იყო გავრცელებული, ბავშვთა სახლი გოგონებს ყოველდღე აძლევდნენ ტრანკვილიზატორის აბებს.[5][6] ბეტს მალევე დაეწყო დამოკიდებულება აბების მიმართ. ის მალე იქცა ძლიერ მოჭადრაკედ თავისი ვიზუალიზაციის უნარის წყალობით, რომელიც მან ტრანკვილიზატორის აბების შედეგად მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ, ლექსინგტონელმა ალმა ვიტლიმ და მისმა ქმარმა ბეტი შვილად აიყვანეს. ბეტი ერთვება საჭადროკო შეჯიბრებებში და უკონკურენტოდ ახერხებს მათში გამარჯვებას. ის უმეგობრდება კენტუკის შტატის ყოფილ ჩემპიონ ჰარი ბელტიკს. ნიჭიერი, მაგრამ ამპარტავანი მოჭადრაკე ბენი ვატსი და ჟურნალისტი, პოტოგრაფი და მოჭადრაკე დ.ლ. ტოუნსი. ბეტი აგრძელებს გამარჯვებას და იღებს კარგ ფინანსურ შემოსავალს. ამის ფონზე ბეტი ხდება უფრო მეტად დამოკიდებული სასმელსა და სხვადასხვა სახის ნარკოტიკებზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. White, Peter. (November 23, 2020) 'The Queen’s Gambit' Becomes Netflix’s Biggest Scripted Limited Series With 62M Checking Chess Drama. ციტირების თარიღი: November 23, 2020
  2. Rosen, Christopher. (November 23, 2020) The Queen’s Gambit Has Everyone Buying Chess Boards. ციტირების თარიღი: November 23, 2020.
  3. Allebest, Erik. (November 22, 2020) Incredible Second Wave of Interest in Chess. ციტირების თარიღი: November 24, 2020.
  4. „NETFLIX ORDERS LIMITED SERIES THE QUEEN'S GAMBIT FROM SCOTT FRANK“ (პრეს-რელიზი). Netflix Media Center. March 19, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 21, 2019. ციტირების თარიღი: July 20, 2019.
  5. Miller, Matt. (November 11, 2020) What Exactly Are Those Green Pills in The Queen's Gambit?. ციტირების თარიღი: November 27, 2020.
  6. Park, Andrea. (November 3, 2020) What Are the Green Pills Beth Takes In 'The Queen's Gambit'?. ციტირების თარიღი: December 1, 2020.