ლავინიუმი
ლავინიუმი — ძველი რომაული ქალაქი ლაციუმში.
ლეგენდის თანახმად იგი დააარსა ენეოსმა და სახელი თავისი მეუღლის ლავინიას პატივსაცემად დაარქვა.
ლავინიუმი მდებარეობდა ტირენიუმის ზღვის პირას. არქეოლოგიური გათხრებისას აქ ნაპოვნია ძვ. წ. VII საუკუნის სამარხები. ლავინიუმში ჩამოდიოდნენ რომის უმაღლესი მაგისტრატუსები თანამდებობის დაკავებისას, ღმერთებისთვის მსხვერპლშესაწირად.