კუცხოვეთის წმინდა გიორგის ეკლესია (შუა საუკუნეები)
კუცხოვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დორეთკარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
დარბაზული ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობის ეკლესია აღმოსავლეთიდან დასრულებულია ასიმეტრიული ფორმის ღრმა აბსიდით. მისი სარკმლის ორსავე მხარეს თითო ნიშაა დატანებული. აქვე დგას ტრაპეზის ქვა. გრძივ კედლებს ორ არათანაბარ მონაკვეთად ყოფს ერთი წყვილი პილასტრი. ინტერიერის გადახურვა კამაროვანია. არქიტრავული შესასვლელი დასავლეთიდანაა. განათება ხდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის სწორკუთხა სარკმლებით. ეკლესიის ერთადერთ დეკორატიულ მორთულობას წარმოადგენს აღმოსავლეთ სარკმლის თავზე ჩასმული ფილა ჯვრის გამოსახულებით. ორფერდა სახურავის საბურავად გამოყენებულია ყავარი. ეკლესიის გარშემო მიწის დონე საგრძნობლად აწეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 55