კუცხათის წმინდა გიორგის ეკლესია

კუცხათის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ზახორში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. წყობა ქაოსურია. დარბაზული, უაბსიდო ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა. შესასვლელი დასავლეთ კედელშია მოწყობილი. ადგილობრივ მოსახლეობას იგი შიფერით გადაუხურავს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 198