კუშე (ფრანგ. couché — გადაწოლილი) ეწოდება ისეთ საკოლექციიო ფილატელისტურ ერთეულს, როდესაც ორი სხვადასხვა მარკა გადაბმულია ერთმანეთისადმი 90°-ნიანი კუთხით.

კუშე - „ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსისადმი მიძღვნილი მარკა, მოსკოვი, სსრკ“ (1958, 40 კაპ.)

მარკების კუშეს ტიპის გადაბმა ფურცელზე ძალიან იშვიათად გვხვდება. საბჭოთა მარკებიდან ყველაზე ცნობილი კუშე არის 1958 წელს გამოცემული 40 კაპიკიანი მარკა, რომელიც მიეძღვნა მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსს. გადაბმული მარკებიდან ერთი — „გედების ტბა“ პირდაპირ პოზიციაშია, ხოლო მარკა პეტრე ჩაიკოვსკის პორტრეტით 90° კუთხით არის გადაწოლილი. ასეთ შემთხვევაში ფილატელისტურ ნიმუშს წარმოადგენს როგორც თითოეული მარკა ცალ-ცალკე, ასევე კუშეს ტიპზე გადაბმული ორი მარკა წყვილად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Большой филателистический словарь (1988, c.320) Под общ. ред. Н.И. Владинца и В.А. Якобса БФС: КушеISBN 5-256-00175-2.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კუშე&oldid=3918911“-დან