კუტალა
კუტალა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.
ვაზის სახელწოდება „მოკლეს“ ნიშნავს.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომის და ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. კანი სქელი და მვვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი უფერულია, გემო — სასიამოვნო.
კუტალა საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 195-198 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 170 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21.3%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.7 გ/ლ-ს. გამოიყენება ალკოპოლის ნორმალური შემცველობის ჰარმონიული და ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 208-209