კუსირეთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა ცხინვალის რაიონის სოფელი კუსირეთის სამხერეთით, 1 კილომეტრში. აგებულია XVII საუკუნეში.

ექვსსართულიანი კოშკის გეგმა კვადრატს უახლოვდება. ზემო ნაწილში საბრძო-ლო ბანია. პირველი სართული ქვის ჭერითაა გადახურული, დანარჩენ სართულებს ძელური გადახურვა ჰქონია. პირველი სართულის გადახურვა გუმბათისებრია. ჩრდილო-დასავლეთ კედლის ცენტრში ვიწრო და დაბალი შესასვლელია, სამხრეთ-დასავლეთ კედლის ცენტრში მა-ღალი, თაღოვანი ბუხარია, გვერდებზე სწორკუთხა ნიშებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში ორი მცირე ირიბად გაჭრილი სათოფურია. ჩრდილო-აღმოსავლეთი კედლის კუთხეებში ნიშებია, ცენტრში - სათოფური. მეორე სართულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის ცენტრში - თაღოვანი ბუხარია, მის გვერდებზე - თითო სათოფურია. ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლის ცენტრში თაღო-ვანი წირთხლებიანი შესასვლელია, აღმოსავლეთით - სათოფური. ორ დანარჩენ კე-დელში გაჭრილია ორ-ორი სათოფური. იატაკის ჩრდილოეთ კუთხეში გაჭრილია ხვრელი პირველ სართულში ჩასასვლელად. მესამე სართულის ჩრდილო-დასავლეთი კედლის ცენტრში თაღოვანი ბუხარია. მი-სგან დასავლეთით შეწყვილებული სათოფურია. ჩრდილოეთით ერთი სათოფურია, ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში - ორი. ასეთივე სათოფურებია დანარჩენ ორ კედელ-შიც. აღმოსავლეთი კუთხის სიღრმეში მოთავსებულია ტუალეტი. იატაკის კოჭებისაგან მხოლოდ კედელში ჩასმული ბოლები გადარჩა. მეოთხე სართულის კედლებში ორ-ორი სათოფურია. იატაკის კოჭებისაგან გადარჩა ერთი ძელი.

მეხუთე სართულის ჩრდილო-აღმოსავლეთი კედლის ცენტრში თაღოვანი ბუხარია. ჩრდილოეთით ორი სათოფურია. სამხრეთით - ასევე ორი სათოფური. მათ ზემოთ ვიწრო სარკმელია. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის ცენტრში ვიწრო სარკმელია, გვე-რდებზე ორ-ორი სათოფურით. სამხრეთ-დასავლეთ კედელში ოთხი სათოფურია; ჩრდილო-დასავლეთ კედელში - ცენტრში სარკმელი, გვერდებზე - ორ-ორი სათოფური. ჭერისაგან გადარჩა სამი დამპალი კოჭი, იატაკისაგან - ოთხი.

მეექვსე სართულის აღწერა შეუძლებელი (სპეც. მოწყობილობის გარეშე ასვლა არ ხერხდება). საბრძოლო ბანს შემორჩენილი აქვს, ძალზე დაზიანებული რამდენიმე ქონგური. კოშკი ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. ფასადების კუთხეები თლილი კვადრებითაა ამოყვანილი, სათოფურებსა და სარკმლების თავზე მუხის მასიური ხეა გადებული. ფასადების ზოგიერთი ნაწილი დაზიანებული ყოფილა და შემდგოში ხელახლა აღუდგენიათ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Меписашвили Р., Цинцадзе В., "Памятники V-XIвв . В кн.:"Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида-Картли", Тб., 1975, стр. 30.
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 141-142