კუსირეთის ეკლესია
კუსირეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ცხინვალის რაიონის სოფელი კუსირეთის სამხრეთით, 1 კილომეტრზე, სასაფლაოზე. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.
ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე შეიწყალე თეკლა“.
აღწერა
რედაქტირებაეკლესია ნაგებია შირიმისა და ქვიშაქვის კვადრებით. კონსტრუქციულ ნაწილებზე გამოყენებულია მოღვინისფრო თლილი ქვა. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით მსუბუქად წახნაგოვანი შვე-რილი აბსიდით. საკურთხევლის მხოლოდ ჩრდილოეთი ნაწილია შემორჩენილი, რომ-ლის სიმაღლე 7-8 მეტრს აღწევს. აბსიდის წინ ქვის კანკელის ფრაგმენტებია.
შიდა სივრცეს სამსაფეხურიანი პილასტრები ორ ტოლ ნაწილად ყოფს. პილასტ-რების კაპიტელებს კედლის თაღები და კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობოდა. დასა-ვლეთი კედლის შეისრული თაღები იმპოსტებს ეყრდნობა. ამავე კედელში გაჭრილია შიგნით თაღოვანი, გარედან არქიტრავული შესასვლელი. ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით. ეკლესიას სამივე მხრიდან გარშემოსა-ვლელი ჰქონდა. ამჟამად გარშემოსავლელი მთლიანად განადგურებულია. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია კრონშტეინები, რომლებსაც კამარის საბრჯენი თაღები ეყ-რდნობოდა. დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია მარტივპროფილიანი კარნიზის ნაწილი.
ეკლესიის სამხრეთი და აღმოსავლეთი კედლების დიდი ნაწილი მთლიანად განად-გურებულია. შემორჩენილი დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები მრავალ ადგილას გაბზარულ-ჩამონგრეულია. კედლების სიმაღლე ზოგან 8-9 მეტრს აღწევს, ზოგან უფრო ნაკლებს. ეკლესიის ირგვლივ მიწის დონე საკმაოდ აწეულია.
ძეგლზე 1982 წელს დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Меписашвили Р., Цинцадзе В., "Памятники V-XIвв . В кн.:"Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида-Картли", Тб., 1975, стр. 30.
- მეგრელიძე ი. ქართული წყაროთმცოდნეობა, III, 1971, გვ. 99.
- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 139-140