ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კურუკშეტრას ომი (მაჰაბჰარატას ომი) - ინდურ ეპოსში "მაჰაბჰარატაში" აღწერილი ომი. ომის მიზეზი ბიძაშვილების ორი ჯგუფის - პანდავების და კაურავების ხანგრძლივი მტრობა და ჰასტინაპურის სამეფოს ტახტისთვის ბრძოლაა, ომში ასევე მათი მომხრე სამეფოებმა მიიღეს მონაწილეობა. მოქმედების ადგილად დასახელებულია კურუკშეტრას ველი ჩრდილოეთი ინდოეთის რეგიონში. [1] კურუკშეტრა სიტყვასიტყვით კურუს ველს ნიშნავს, ის ასევე ცნობილია დჰარმაშეტრას (დჰარმას ანუ მადლის ველი) სახელით - ის აირჩიეს იმიტომ, რომ, პოემის თქმით, ველის სიწმინდის გამო მასზე ჩადენილი ცოდვები იპატიებოდა. მიუხედავად იმის, რომ ომი სულ თვრამეტი დღე გაგრძელდა. ომის აღწერა "მაჰაბჰარატას" მეოთხედს შეადგენს. დაწვრილებით აღწერილია ომის ცალკეული ეპიზოდები, სხვადასხვა პერსონაჟის ინდივიდუალური წვლილი, მოლაპარაკებები, სამხედრო ფორმაციები, გამოყენებული იარაღი და ა.შ. ომის აღმწერელი თავები "მაჰაბჰარატაში" ერთ-ერთ უძველესად ითვლება. პოემის თანახმად ომში დაახლოებით მილიარდი მეომარი დაიღუპს.

ომის ისტორიულობა სამეცნიერო დისკუსიების საგნად რჩება. კურუკშეტრის ომის დათარიღების ბევრი მცხელობა იყო. [2] დაარქივებული 2019-01-26 საიტზე Wayback Machine. თარიღები ვარირდება ძვ.წ.აღ 5561-950 წლამდე. ზოგადად ითვლება, რომ ომი კალი იუგას პერიოდში გადასვლას და ამრიგად თარიღდება ძვ. წ. 3102 წლით [3]. შესაძლოა, რომ რიგვედაში მოხსენიებული ათი მეფის ბრძოლამ "შექმნა კურუკშეტრის ომის ამბის ბირთვი, თუმცა "მაჰაბჰარატაში" იგი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და შეიცვალა, რაც "მაჰაბჰარატას" ისტორიულ წყაროდ გამოყენებას საეჭვოდ ჰქმნის".[4]

წინაპირობები

რედაქტირება

მაჰაბჰარატა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდური ნაწარმოები, კურუს სამეფოს მმართველი დინასტიის რამდენიმე თაობის ცხოვრებასა და საქმეებზე მოგვითხრობს. ეპოსში აღწერილია მოვლენები, რომლებმაც ამ გვარის წარმომადგენელ ორ კონკურენტ ოჯახს - პანდავებსა და კაურავების შორის ომი გამოიწვიეს.

პანდავები და კაურავები ერთად სწავლობდნენ და იზრდებოდნენ, მათ შორის კონკურენცია და მტრობა ყოველთვის იგრძნობოდა. კურუს სამეფო ტერიტორიები ორად გაიყო, მათ მართავდნენ კაურავი დჰრიტარაშტრა (დედაქალაქი - ჰასტინაპურა) და პანდავა იუდჰიშტჰირა (დედაქალაქი ინდრაპრაშტა). დჰრიოტარაშტრას შვილმა დჰურიოდჰაბამ იუდჰიშტჰარა კამათელის თამაშში შეიტყუა, სადაც იუდჰიშტჰარამ სამეფო ტახტი, ტერიტორია და ცოლი წააგო და თავის ძმებთან ერთად ცამეტი წლის განდევნაში გატარება მოუწია. ცამეტი წლის შემდეგ დჰურიოდჰანამ უარი თქვა ტერიტორიის დაბრუნებაზე რაც კურუკშეტრას ომში გადაიზარდა.

ისტორიულობა

რედაქტირება

კურუკშეტრის ომის ისტორიულობა მეცნიერების შორის განხილვისა და დავის საგანია. "მაჰაბჰარატას" ტექსტმა საუკუნეების მანძილზე ბევრი ცვლილება განიცადა, ის ძირითადად თარიღდება ძვ.წ. VI-V საუკუნეებით. პოემაში ნახსენებია ისტორიული მეფეები პარიკშიტი და ჯანამეჯაია როგორც კურუს კლანის მეფეები, მაიკლ ვიტცელი ასკვნის, რომ ეპოსის ზოგად ვითარებას ისტორიული პრეცედენტი აქვს რკინის ხანის (ვედური) ინდოეთი, სადაც ქურუს სამეფო პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრი იყო (დაახლოებით ძვ. წ. 1200 – დან 800 წლამდე). პროფესორ ალფ ჰილტებეითელის აზრით მაჰაბჰარატა არსებითად მითოლოგიურია. ინდოელმა ისტორიკოსმა აპიდერ სინგჰმა დაწერა:

შეუძლებელია დამტკიცება იმის, მოხდა თუ არა ოდესღაც ომი პანდავებსა და კაურავების შორის. ზოგი ისტორიკოსოს და არქეოლოგის აზრით შესაძლოა, რომ დაახლოებით ძვ. წ 1000 წლისთვის მოხდა მსგავსი მცირე კონფლიქტი, რომელსაც პოეტებმა და ბარდებმა დიდი ეპიკური ბრძოლის იერსახე [5]

ჯაია, მაჰაბჰარატას ძირითადი ნაწილი, დაწერილია დიალოგის სახით კურუს მეფე დჰრიტარაშტრას (დაბადებიდან ბრმა) და სანჯაიას, მისი მრჩევლის და ეტლის მძღოლის შორის. სანჯაია მოგვითხრობს თვრამეტდღიანი კურუკშეტრას ომის თითოეულ ეპიზოდზე, როგორც ეს მოხდა. დჰიტარაშტრა ზოგჯერ სვამს კითხვებს, გამოხატავს ეჭვებს და ზოგჯერ სინანულს - ის ხვდება, თუ რამდენად გამანადგურებელი იყო ომი მისი შვილებისთვის, მეგობრებისთვის და მთლიანი ინდოეთის სუბკონტინენტისთვის. მას ასევე დანაშაულის გრძნობა აწუხებს საკუთარი ქმედებების გამო, რომლებმაც ბიძაშვილების შორის კონფლიქტი გაამწვავეს და საბოლოოდ საშინელი ომი გამოიწვიეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Basham, A. L. (1954), The Wonder that was India: A Survey of the Culture of the Indian Sub-Continent Before the Coming of the Muslims, ACLS Humanities E-Book, ISBN 978-1597405997
  • Bronkhorst, Johannes (2017), "Brahmanism: Its place in ancient Indian society", Contributions to Indian Sociology 51, 3 (2017): 361-369, doi:10.1177/0069966717717587
  • Hiltebeitel, Alf (2005), "Mahabaratha", in Jones, Lindsay (ed.), MacMillan Encyclopedia of Religion, MacMillan
  • Nilesh Nilkanth Oak, "When Did The Mahabharata War Happen?: The Mystery of Arundhati." Publisher: Danphe Inc
  • Parpola, Asko (2015), The Roots of Hinduism. The Early Aryans and the Indus Civilization, Oxford University Press
  • Samuel, Geoffrey (2010). The Origins of Yoga and Tantra. Indic Religions to the Thirteenth Century. Cambridge University Press.
  • Singh, Upinder (2009), History of Ancient and Early Medieval India: From the Stone Age to the 12th Century, Longman, ISBN 978-8131716779
  • Singh, Bal Ram (2010), Origin of Indian civilization (First ed.), Dartmouth: Center for Indic Studies, University of Massachusetts and D.K. Printworld, New Delhi, ISBN 978-8124605608,