კურკას ქორწილი
კურკას ქორწილი — მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა 1906 წელს გაზეთ ივერიაში[1].მის მიხედვითაა დადგმული ამავე სახელობის ცნობილი სპექტაკლი - ,,კურკას ქორწილი“ – რეჟისორი ლ. პაქსაშვილი ( 1969 წ.)[2]
„კურკას ქორწილი“ | |
---|---|
| |
ავტორი | მიხეილ ჯავახიშვილი |
ქვეყანა | რუსეთის იმპერია |
ენა | ქართული |
ჟანრი | მოთხრობა |
გამოცემის თარიღი | 1906 |
გვერდი | 22 |
მოთხრობის სიუჟეტი
რედაქტირებაახალგაზრდა ბიჭი, მეტსახელად კურკა ქალაქში ხარაზად მუშაობს. დრო გადის და გადაწყვეტს ცოლი შეირთოს, მაგრამ მისნაირ ღარიბს არავინ გაყვება. მისი მეგობარი დარჩო ერთ ახალგაზრდა ქალს, მაშოს ურჩევს. კურკაც მას შეირთავს და ქორწილში მთელ ქონებას დახარჯავს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ეს ქორწილი ანგარებით შემდგარა. მაშო კურკას გაშორდება და ბიჭი კვლავ მარტო დარჩება.
პერსონაჟები
რედაქტირება- "კურკა" - მთავარი პერსონაჟი, ხარაზი.
- "დარჩო" - ყასბის შვილი.
- "მაშო" - კურკას ცოლი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაკურკას ქორწილი ვიკიწყაროებში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-14. ციტირების თარიღი: 2015-10-25.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-06. ციტირების თარიღი: 2021-07-19.