კუმანოვოს ისტორიული არქივი
კუმანოვოს ისტორიული არქივი (მაკედ. Историски архив) — არქივი ქალაქ კუმანოვოში. დაარსდა 1954 წელს. ამჟამად ფუნქციონირებს, როგორც მაკედონიის რესპუბლიკის სახელმწიფო არქივის განყოფილება[1]. კუმანოვოს განყოფილების დაქვემდებარებაში შედის: კუმანოვოს, ლიპკოვოს, სტარო-ნაგორიჩანეს, კრივა-პალანკის, რანკოვცესა და კრატოვოს თემები. ეს განყოფილება მძიმე ვითარებაშია და XIX საუკუნის ბოლოს აგებულ არამიზნობრივ შენობაში მუშაობს გოცე დელჩევის ქუჩაზე. განსაკუთრებულ სირთულეს საარქივო მასალების განთავსება წარმოადგენს.
კუმანოვოს ისტორიული არქივი | |
---|---|
მაკედ. Историски архив - Куманово | |
არქივის შენობა | |
42°08′08″ ჩ. გ. 21°43′04″ ა. გ. / 42.13556° ჩ. გ. 21.71778° ა. გ. | |
დაარსდა | 1954 |
ქვეყანა | ჩრდილოეთი მაკედონია |
მდებარეობა | კუმანოვოს თემი |
ოფიციალური საიტი | [www.arhiv.gov.mk www.arhiv.gov.mk] |
განყოფილების მუშაობა
რედაქტირებაგანყოფილებას გააჩნია 543 ფონდი და 8 კოლექცია. ყველაზე ძველი დოკუმენტები 1870 წლით თარიღდება და მასალების უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს მოიცავს. კუმანოვოს არქივში განთავსებული დოკუმენტები ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური შინაარსისაა.
განყოფილებას არ აქვს სამკითხველო დარბაზი და ამ მიზნით სამუშაო სივრცე გამოიყენება.
ძირითადი ფონდები
რედაქტირებაკუმანოვოს განყოფილების ძირითადი ფონდებია:
- „Градско поглаварство на градот Куманово“ (1918-1941)
- Народноослободителни и народни одбори на општините Кратово, Куманово и Злетово (1944-1965)
- Собранијата на општините Куманово, Крива Паланка и Кратово
- Политичките организации (1945-1990)
- Црковните фондови (1918-1941)
- Семејните и личните фондови (1894-1946)
განყოფილებას გააჩნია მუდმივი საარქივო გამოფენა სახელწოდებით „Куманово низ документи и фотографии“.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-03. ციტირების თარიღი: 2017-11-21.