კულტურათა კომუნიკაციის ფორუმი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
FCC (Forum Communication Cultures) — კულტურათა კომუნიკაციის ფორუმი, 2011 წელს მაროკოში დაარსდა. FCC არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც თვითდაფინანსებით ფუნქციონირებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია წაახალისოს და ხელი შეუწყოს კულტურათა შორის დიალოგს მაროკოელი და საერთაშორისო მოხალისეების ერთობლივი პროექტების საშუალებით. FCC ცდილობს დააკავშიროს სოციალურად აქტიური ახალგაზრდები სხვადასხვა კულტურული თუ გეოგრაფიული არეალიდან. ორგანიზაცია ორიენტირებულია მაროკოს ტრადიციების და თანამედროვე ღირებულებების შერწყმაზე. მოხალისეების გაცვლითი პროგრამები ზემოთ აღნიშნული მიზნების გახორციელების ერთ-ერთი საშუალებაა. FCC-ს ცენტრალური ოფისი მდებარეობს რაბათში, ამასთან რეგიონული ოფისები განლაგებულია ნადორში, სალა ალ ჯადიდასა და ბოარფაში. FCC თანამშრომლობს სხვადასხვა ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და ენის სკოლებთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია, FCC-სა დ მაროკოს ეროვნული განათლების სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობა.
პროექტები
რედაქტირებასაერთაშორისო ბანაკები
რედაქტირებაორგანიზებულია მაროკოს სხვადასხვა რეგიონებში. მოხალისეები მთელი მსოფლიოდან, კვირაში 20 საათის განმავლობაში, მუშაობენ სხვადასხვა საკითხებზე, მაგ.: გარემოს დაცვა, ხატვა, მებაღეობა, ისტორიული ნაგებობების აღდგენა-რეკონსტრუქცია. არასამუშაო დღეებში მოხალისეებს საშუალება აქვთ იმოგზაურონ მაროკოში და გაეცნონ მის მავალფეროვან კულტურას.
ტრენინგები და "უორკშოპები"
რედაქტირებაFCC ორგანიზებას უწევს სხვადასხვა "უორკშოპებს" მაროკოს კულტურისა და ისტორიის შესახებ. ასევე, იმართება დისკუსიები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება, ჯანდაცვა, განათლება და სხვა. მოხალისეებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ დამატებით ღონისძიებებში: მხატვრობა და ტრადიციული მაროკოული მეთიხეობა.
უცხო ენების სწავლება
რედაქტირებაFCC ახორციელებს პროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მოხალისეებს ასწავლონ ინგლისური, ფრნაგული და ესპანური ენები ადგილობრივ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. ამასთან, მათ აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ფრნაგული და არაბული ენები ორგანიზაციის ხარჯზე.
სტაჟირება
რედაქტირებაFCC სთავაზობს ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გაიარონ სტაჟირება მათ ორგანიზაციაში და თავისი წვლილი შეიტანონ მაროკოს არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო პარტნიორობის ქსელის განვითარებაში.
თითოეულ პროგრამაზე დეტალური იფნორმაციის მოძიება შესაძლებელია FCC -ს ოფიცილაურ საიტზე.
რეგიონული ოფისები
რედაქტირებასალა ალ ჯადიდას რეგიონული ოფისი წარმოადგენს FCC-ს ლინგვისტურ ცენტრს, რომელიც თანამშრომლობს ადგილობრივ ენის სკოლებთან და ორგანიზებას უწევს ფრანგული, ესპანური, ინგლისური და არაბული ენის კურსებს საერთაშორისო მოხალისეების მონაწილეობით. მოხალისეებს, საშუალება აქვთ გაიარონ არაბული ენის ინტენსიური კურსები უფასოდ.
ნადორისა და ბოურფას რეგიონული ოფისები ორგანიზებას უწევენ სამუშაო ბანაკებს და საველე მისიებს მთელ მაროკოში.