კულმინაცია: (ლათ. culmen — მწვერვალი[1]) — მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი; მოქმედების განვითარების უმაღლესი წერტილი, საფეხური, რომლის შემდეგ წინააღმდეგობა ვერ გართულდება. კულმინაციის შემდეგ ბრძოლა ნელდება, იხსნება კვანძი და ნაწარმოების შინაარსი ფინალისკენ მიემართება. (მაგ.: „ალუდა ქეთელაურში“ ალუდას მიერ ხევისბერის წინაშე მოზვრისთვის საჯაროდ თავის მოკვეთა და სხვა).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კულმინაცია. სამოქალაქო განათლების ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2018.