კულიპინის სახლი (რუს. Дом Кульпина) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში. სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 ბრძანების შესაბამისად სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

კულიპინის სახლი
რუს. Дом Кульпина
კოორდინატები 47°12′29″N 38°56′28″E / 47.20803° ჩ. გ. 38.94107° ა. გ. / 47.20803; 38.94107
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის ბოლო

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 30.

სახლი ტაგანროგში პეტროვის ქუჩა 30-ში მდებარე, ააგეს დაახლოებით 1870 წელს. თავდაპირველად მასში ცხოვრობდა უნტერ-ოფიცერის პავლე ბუიანოვსკის ოჯახი. 1880-იანი წლებიდან 1918 წლამდე სახლში ცხოვრობდა მათი ნათესავი ანტონი.

სახლის პირველი მფლობელი იყო თურქეთის მოქალაქი ივანე კონტემიროვი. 1870-იან წლებში მან სახლი მიჰყიდა ტაგანროგელ ვაჭარს დიმიტრი კულიპინს. დიმიტრი იყო მორწმუნე ადამიანი, დადიოდა ეკლესიაში, მუშაობდა ნიკოლაევსკის საბავშვო სახლის კარის ეკლესიის მამასახლისად

XX საუკუნის დასაწყისში სახლის მფლობელები გახდნენ კულიპინის მემკვიდრეები. 1925 წელს, უკანასკნელი მფლობელის, ბორის კულიპინის კუთვნილი სახლის ნაციონალიზაცია მოახდინეს.

1910-იან წლებში სახლის რამდენიმე ოთახი იქირავა პორტის უფროსმა, სასამართლოს მრჩეველმა, ა. სემენიუტმა, რომელიც გარდაიცვალა 1912 წელს. ამ პერიოდში სახლში ასევე მუშაობდა მადამ ნ. ფივეტის სახელოსნო, რომელიც კერავდა კაბებს და თავის საქმეს ასევე ასწავლიდა ყველა მსურველს.

1928 წელს სახლში ამზადებდნენ ავეჯს. მოგვიანებიით აქ გახსნეს სოციალური განათლების ინსტიტუტი.

საბჭოთა პერიოდში მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. ამჟამად სახლი საცხოვრებელია და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

არქიტექტურა

რედაქტირება

კულიპინის სახლის სწორკუთხა ფანჯრები ბოლოვდება სამკუთხა თამასებით და სანდრიკებით. პირველი სართულის ფანჯრები გაწყობილია კლდის ქვით. სახლის კუთხეში დატანებულია კოშკი ფანჯრით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской (хроника обывательской жизни). Таганрог, 2000.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება