კულეშოვკის წმინდა გიორგის ეკლესია
კულეშოვკის წმინდა გიორგის ეკლესია (რუს. Церковь Георгия Победоносца) — მართლმადიდებლური ეკლესია აზოვის რაიონის სოფელ კულეშოვკაში, როსტოვის ოლქი[1], რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1987 წელს.
კულეშოვკის წმინდა გიორგის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | კულეშოვკა |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
საიტი | rostov-22.cerkov.ru |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1984-1987 |
ეკლესიის მისამართი: 346744, რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი კულეშოვკა, წითელარმიელთა ქუჩა № 189-ა.
ისტორია
რედაქტირებაგარე სურათები | |
---|---|
ეკლესია | |
კანკელი | |
სამრეკლო |
კულეშოვკის ტერიტორიაზე 1857 წელს გამოიყო ადგილი სამლოცველო სახლისათვის. 1861 წლიდან სოფელში მოქმედებს ეკლესია, რომელიც ხისგან იყო აგებული. ჰქონდა ერთი დიდი და სამი პატარა გუმბათი. ეკლესიის კანკელი 11 მეტრის სიმაღლისა იყო. ეკლესიასთან მდებარეობდა მღვდლის კელია[2] .
1930-იან წლებში ეკლესია დაანგრიეს, ღვთისმსახურება იმართებოდა სამლოცველო სახლში. 1937 წელს სამლოცველო სახლში განათავსეს კოლმეურნეობის კლუბი „პობედა“, ხოლო 1942 წელს, გერმანული ოკუპაციის დროს, სამლოცველი სახლის შენობას იყენებდნენ, როგორც თავლას. 1943 წელს სოფლის გერმანელთაგან გათავისუფლების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება სამლოცველო სახლს იყენებდა, როგორც ჰოსპიტალს. 1944 წლის 24 ნოემბერს დარეგისტრირდა წმინდა გიორგის თემი და სამლოცველო სახლში რეგულარული წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა 1954 წლამდე. 1954 წელს იგი კვლავ დახურეს და მასში განათავსეს კლუბი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1990-ან წლებში კლუბი დაიწვა[2].
სამლოცველო სახლისთვის ახალი შენობა მონახეს წითელარმიელთა ქუჩა № 189-ში. 1984 წელს ამ ადგილზე დაიწყო ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა. ახალი ეკლესია სამი წელი შენდებოდა. 1987 წლის 21 ივნისს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა ეკლესიის საკურთხეველი წმინდა გიორგის სახელზე აკურთხა. 1995 წელს ეკლესიასთან ააგეს საკვირაო სკოლის შენობა. 2008 წელს დააყენეს სამრეკლო.
ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ალექსანდრე (იაკიმოვი)[3][4].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Кулешовка. Церковь Георгия Победоносца.
- ↑ 2.0 2.1 История прихода
- ↑ Протоиерей Якимов Александр Юрьевич. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-04-04.
- ↑ Состоялась рабочая встреча настоятеля храма Георгия Победоносца с. Кулешовка и Главы Кулешовского сельского поселения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-13. ციტირების თარიღი: 2017-04-04.