კულბითის წმინდა გიორგის ეკლესია

კულბითის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ცხინვალის რაიონის სოფელ კულბითში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლის სამხრეთით 1 კმ-ზე მდებარე დარბაზული ეკლესია ძლიერ დანგრეულია. გადარჩენილია დასავლეთი კედელი, ჩრდილოეთი კედლის მცირე მონაკვეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე. ინტერიერში აღმოსავლეთით კედელი ოდნავ მრგვალ-დება. დასავლეთი კედლის ცენტრში სარკმელია შემორჩენილი. ეკლესია ნაშენია რი-ყისა და ფლეთილი ქვით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 138