კუკრინიკსები
კუკრინიკსები (რუს. Кукрыниксы) — საბჭოთა მხატვარ-გრაფიკოსთა და ფერმწერთა შემოქმედებითი კოლექტივი, რომელშიც შედიოდნენ საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრები (1947), საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრები (1958), სოციალისტური შრომის გმირები მიხეილ კუპრიანოვი (1903–1991), პორფირი კრილოვი (1902–1990) და ნიკოლოზ სოკოლოვი (1903–2000).
კოლექტივი გამოირჩეოდა გროტესკული კარიკატურებით, რომლებზეც გამოსახული იყო საბჭოთა და უცხოეთის ცხოვრება. მნიშვნელოვანი იყო პლაკატი „Беспощадно разгромим и уничтожим врага!“, რომლის მოსკოვის ქუჩებში გამოჩენა ფაშისტური გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმას მოჰყვა.
სახელი „Кукрыниксы“ კოლექტივის პატივსაცემად ეწოდება რუსულ როკ-ჯგუფს.