კუზნეცის მრუდი
კუზნეცის მრუდი — ჰიპოთეზა ეკონომიკაში, რომლის მიხედვით ეკონომიკური განვითარების დაბალ საფეხურებზე მყოფ ქვეყნებში შემოსავლების უთანასწორობა ჯერ იზრდება, ხოლო შემდეგ ეკონომიკის ზრდასთან ერთად კლების ტენდენცია ახასიათებს. ჰიპოთეზა ეკონომისტმა საიმონ კუზნეცმა წამოაყენა 1954 წელს.[1]
კუზნეცმა განიხილა ეკონომიკური განვითარების შედეგად გამოწვეული ცვლილებები შემოსავლების განაწილებისას, როგორც მისი შედეგი. გამოთქვა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ უთანასწორობას მწარმოებლურობაში მივყავართ შემოსავლების ზრდამდე ინდუსტრიულ სექტორში და ეკონომიკაში მისი როლის ზრდამდე, რომელიც ასევე უთანასწორობას უწყობს ხელს. სამუშაო ძალის ბუნებრივი გადანაწილება შრომის მწარმოებლურობის დაბალი დონიდან (მაგალითად: სოფლის მეურნეობა) შედარებით მაღალ დონეზე (მაგალითად: მრეწველობა) შემოსავლების უთანასწორობის კლების გამოვლინებასა და განმტკიცებას უწყობს ხელს..[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუზნეცი, საიმონ. (1955) ეკონომიკური ზრდა და შემოსავლების უთანასწორობა.
- ↑ შარაევი, ი. ვ,, ეკონომიკური განვითარების თეორია, 2006. — გვ. 254, ISBN 5-7598-0323-9.