კუდიანთა შაბათობა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კუდიანთა შაბათობა – გარკვეული დღე (ხუთშაბათი), როდესაც ღამით იკრიბებოდნენ კუდიანები, რათა თაყვანი ეცათ სატანისათვის. ასეთი შეკრების დროს ისინი მსხვერპლს სწირავდნენ, ცეკვავდნენ თავიანთ სატრფოებთან და შემდეგ ღრეობდნენ. ასეთ შემთხვევებს მუდამ ესწრებოდა თვით სატანა, რომელიც პირქუშად ადევნებდა თვალს ამ სურათს და რომელსაც კუდიანები ანგარიშს აბარებდნენ. ტიპური კუდიანთა შაბათობა გვხვდება ქრისტიანობის დამყარების შემდეგ, როდესაც ძველი ღმერთები ეშმაკს შეუერთდნენ და წარმართულ დღესასწაულებს დევნა დაუწყო ეკლესიამ. კუდიანთა შეხვედრის ადგილია, ჩვეულებრივ, რომელიმე მთა.