კრწანისის ღვთისმშობლის ეკლესია

კრწანისის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია სოფელ კრწანისში.

ეკლესიის ისტორიის შესახებ ჩვენამდე მეტად მწირი ცნობებია მოღწეული. მეფე დემეტრე II-მ სიბაში წასვლის წინ თბილისის მეტეხის ღვთისმშობლის შობის ეკლესიას შესწირა ქალაქისპირა სოფელი კრწანისი. XIV-XVIII საუკუნეებში კრწანისის საქართველოს საკათალიკოსო სოფელი იყო, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე არაერთი ნგრევა-აწიოკება განიცადა. ეტყობა, როგორვ ხშირ შემთხვევაში ხდებოდა, კრწანისიც მკვიდრი მოსახლეობისაგან ან სულ დაცლილა, ანდა მათი რაოდენობა შემცირებულა და ეს ადგილი სომხეთიდან ლტოლვილებს დაუკავებიათ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002